კოჟრები და მაზოლები: როგორ ვუმკურნალოთ მათ ბუნებრივად?
კოჟრებიც და მაზოლებიც არის სქელი ქსოვილი, რომელიც ვითარდება წნევის წერტილებზე. ორივე მათგანის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში.
ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ:
- ვაშლის ძმარი
კოჟრებისთვის განკუთვნილი ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების უმეტესობა შეიცავს მჟავას, რომელიც ხსნის სქელ კანს, რაც იწვევს კანის სქელი ფენის ცვენას. ვაშლის ძმარი ანალოგიურად მუშაობს.
დაასველეთ ბამბა ძმარში და დაიდეთ პრობლემურ ზონაზე, რომ შეიწოვოს. დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს მეთოდი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობა, რომელიც არ შეხორცდება. ამიტომ წასმისას ფრთხილად უნდა იყოთ და თუ კანი გაწითლდა, უნდა შეწყვიტოთ.
- აბუსალათინის ზეთი
მაზოლის დამუშავება შესაძლებელია აბუსალათინის ზეთით. ბამბის ბურთი დაასველეთ ზეთში, წაისვით პრობლემურ ადგილას და დააწებეთ პაჩით ან რაიმე სახის წებოვანი ლენტით. ზეთის გაჟონვის შემთხვევაში ძველი წინდების ტარება კარგი იქნებოდა. აბუსალათინის ზეთი ასევე მჟავეა, ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ ნორმალურ კანზე არ წაისვათ.
- ასპირინი
კოჟრების მოცილება ასევე შესაძლებელია ანალგეტიკით. დააქუცმაცეთ ასპირინის ხუთი ან ექვსი ტაბლეტი, შეურიეთ ძმარს და წყალს და გააკეთეთ პასტა. წაისვით პასტა მტკივნეულ ადგიზე და დაამაგრეთ ბინტით. ათი წუთის შემდეგ სქელი კანი საკმარისად დარბილდება, რომ ქვით მოაშოროთ. ეს კომბინაცია უფრო მჟავეა, ვიდრე წინა, ამიტომ დარწმუნდით, რომ გამოიყენეთ იგი მხოლოდ კანის პრობლემურ ადგილებში.
- ეფსომის მარილი
ეფსომის მარილი, ასევე ცნობილი როგორც მწარე მარილი, ჩაყარეთ თბილ წყალში და ფეხები დაასველეთ ასეთ ხსნარში. ეს განსაკუთრებით კარგია ბუშტუკებისთვის, რომელთა ამოღება შეგიძლიათ დარბილების შემდეგ.
- სოდა
ისევე, როგორც ასპირინის პასტა, სოდა შეიძლება გამოიყენოთ სქელი კანის დასარბილებლად და მოსაშორებლად. შეურიეთ წყალს და გააკეთეთ პასტა, ხოლო კანის დარბილების შემდეგ მოიცილეთ კოჟრები.
- ლიმონი
ლიმონის მჟავა ასევე დაგეხმარებათ კოჟრების სამკურნალოდ. ძილის წინ ლიმონის ნაჭერი დაიდეთ კოჟრზე, შეფუთეთ ტილოში და გაიჩერეთ მთელი ღამე. გაიმეორეთ ეს პროცესი მანამ, სანამ კოჟრები მთლიანად არ გაქრება.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ბუნებრივი საშუალებები გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ.