საუკეთესო ნიღაბი თმის ცვენისთვის! მისი წყალობით შემიჩერდა თმის ცვენა..

ალბათ ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი, რაც კი ოდესმე გამომიყენებია, თმის ინტენსიური ცვენის შესაჩერებლად!

მშობიარობის შემდეგ დამეწყო ძლიერი თმის ცვენა. ყოველდღიურად იმდენი თმა მცვიოდა, თითქმის გავმელოტდი. ამან ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. დამეწყო ნერვოზი, მუდამ გაღიზიანებული ვიყავი და გარეთ გასვლას ვერიდებოდი.

მგონი ყველა შამპუნი ვცადე რაც კი აფთიაქებში იყიდება, მაგრამ სასურველი ეფექტი არცერთმა არ მომცა. ბოლოს გადავწყვიტე ხალხური მეთოდები მეცადა. ხალხური მედიცინის წიგნში აღმოვაჩინე ერთი ძალიან ეფექტური რეცეპტი. მისი რაოდენიმეჯერ გამოყენება საკმარისი იყო ეფექტური შედეგის მისაღებად. მინდა ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.

საიდუმლო არ არის, რომ ბევრი პროფესიონალური პროდუქტი შეიცავს ხახვის წვენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კლინიკურად შემოწმებული და დეტალურად არის შესწავლილი.

ეს უნივერსალური საშუალება ასტიმულირებს თმის ზრდას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოქმედებს როგორც ანტისეპტიკური, უნარჩუნებს სკალპს სისუფთავეს.

ხახვის წვენი თმის ცვენის შესამცირებლად და ზრდის სტიმულირებისთვის

ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ეს ჯადოსნური რეცეპტი:

ერთი დიდი ხახვი გაფრცქვენით და გახეხეთ სახეხზე ან დააბლენდერეთ ბლენდერში. მიღებული მასისგან გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ სკალპში. თავზე შემოიხვიეთ ცელოფანი და გააჩერეთ ერთი საათი. ვინაიდან ხახვს ძალიან მძაფრი სუნი აქვს, მიზანშეწონილია წვენს დაამატოთ რაიმე სურნელოვანი სითხე (მაგალითად, ვარდის წყალი). ერთი საათის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თავი თქვენთვის სასურველი შამპუნით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ, სანამ თმა ნორმალურ მდგომარეობას არ დაუბრუნდება.

თმის ცვენისგან თავის დაღწევა იაფი და ბუნებრივი საშუალების გამოყენებით რეალურია!

შენი თმა ახალი ძალითა და სიჯანსაღით აივსება!

Facebook კომენტარები