აი რა უნდა გააკეთოთ, თუ შარდის შეუკავებლობა გაწუხებთ..
შარდის შეუკავებლობა ხშირად აღინიშნება ნერვულ, შთაბეჭდილებიან ბავშვებში, ქალებში მშობიარობის შემდგომ და კლიმაქტერულ პერიოდში, მოხუცებში.
შარდის შეუკავებლობა ესაა შარდის გამოყოფა მოშარდვის სურვილის გარეშე. ის შეიძლება აღინიშნებოდეს ღამითაც, დღისითაც და შეიძლება თან ახლდეს განავლის შეუკავებლობაც. ეს დაავადება ცუდად ემორჩილება მკურნალობას და აქვს შებრუნებისა და რეციდივებისაკენ ტენდენცია. თუმცა ბავშვებში ეს დაავადება იშვიათად გრძელდება სრულწლოვანების შემდეგ.
ხშირი შარდვის დროს საკვებიდან უნდა გამოირიცხოს: ნიახური, საზამთრო, მწიფე ყურძენი, სატაცური. უნდა შეიზღუდოს მიღებული სითხის რაოდენობა. ეცადეთ არ მიიღოთ სითხე ძილის წინ. აუცილებელია წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება დილით და საღამოს.
გარდა ამ რჩევებისა გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად.
• ხშირი შარდვის დროს: 1 გრ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, მოათავსეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყენეთ 30 წთ და გაწურეთ. სვით თითო ს. კ. 3-ჯერ დღეში. შარდის ბუშტის გაღიზიანებისა და მტკივნეული სპაზმების დროს სვით 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მცირე ყლუპებით.
სვიის გირჩების თბილი ნაყენი: 1 ს. კ. გირჩებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 5 წთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. ნაყენი მიიღეთ ხანგრძლივად, თითო ს. კ. 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, კურნავს ცისტიტს.
• აიღეთ ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი. ნელ ცეცხლზე ადუღეთ 30 წთ-ის განმავლობაში 1ლ წყალში. ცეცხლიდან გადმოდგმის წინ დაუმატეთ 2 ს. კ. ასკილის ყვავილი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოიღეთ ცეცხლიდან და გაწურეთ. სვით ცივი ნახარში თითო ჭიქა 2-ჯერ დღეში.
• ხშირი უნებლიე შარდვის დროს მიიღეთ 1,5-2 გრამი, მუხის ფოთლების ფხვნილი, დააყოლეთ ყლუპებით წყალი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
წყარო-სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.