თმის ცვენის დროს გამოიყენეთ ეს სამკურნალო ნიღები! ძალიან ეფექტურია!

თმის ცვენა არის პრობლემა, რომელიც შეიძლება დაგვემართოს ნებისმიერ ასაკში. არსებობს მრავალი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეს უბედურება: მემკვიდრეობა, გარემო ფაქტორები, სტრესი, დეპრესია, ორსულობა და ვიტამინების ნაკლებობა.

ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. თუ დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას, მაშინ თმის ცვენამ შეიძლება გამოიწვიოს გამელოტება.

ჩვენ შევაგროვეთ თქვენთვის ათი ხელნაკეთი ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ ჯანსაღი და ძლიერი თმის შენარჩუნებაში. სიმელოტის საწინააღმდეგო ნიღბის გამოყენებამდე დაადგინეთ, ხართ თუ არა ალერგიული იმ კომპონენტებზე, რომლებსაც შეიცავს ეს ნიღბები. წაისვით ინგრედიენტი ჯერ მაჯაზე და გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ სიწითლე და ქავილი არ დაგეწყოთ, მაშინ შეგიძლიათ ნიღაბი სკალპზე წაისვათ.

კვერცხის გული და მწვანე ჩაის ნიღაბი

კვერცხი არის ცილის მდიდარი წყარო, რომელიც ხელს უწყობს თმის ფოლიკულების გაძლიერებას. კვერცხი ასევე მდიდარია ვიტამინებით. ვიტამინი A ხელს უშლის ქერტლს, ვიტამინი D ხელს უწყობს თმის ზრდას, ხოლო ვიტამინი E აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მწვანე ჩაი არის შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და თმის ზრდის სტიმულატორი.

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხის გული
  • 2 ს.კ. მწვანე ჩაის ფოთლები

ორივე კომპონენტი კარგად აურიეთ. წაისვით ნიღაბი სკალპზე. ზემოდან დაიფარეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ მინიმუმ 30 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და შამპუნით.

ნიღაბი E ვიტამინით

ინგრედიენტები

  • თმის შერჩეული ზეთი (ქოქოსი, ნუში, ზეითუნის, ჟოჟობა)
  • ვიტამინი E 3 კაფსულა

მიღებული ზეთი შეურიეთ E ვიტამინის კაფსულებს. შეიზილეთ სკალპზე 10 წუთის განმავლობაში, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნიღაბი მთელი ღამით დაიტოვოთ, თავზე შხაპის ქუდის დადების და თბილ შარფში გახვევის შემდეგ.

ხახვის ნიღაბი

ინგრედიენტები

  • 1 ხახვი
  • 1 ს.კ. თაფლი

ხახვი დააბლენდერეთ ბლენდერში, დაბლენდერებულ მასას შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული ნარევი შეიზილეთ სკალპში. გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, აუცილებლად ჩამოიბანეთ წყლით და ძმრით.

კვერცხის გული და ყავის ნიღაბი

ინგრედიენტები

  • 100 გ. ნატურალური დაფქული ყავა
  • 1 კვერცხის გული

შეურიეთ ორივე კომპონენტი და წაისვით ნიღაბი თმაზე. შეიზილეთ სკალპი 2 წუთის განმავლობაში. დაიდეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ 40 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ქოქოსის და ზეითუნის ზეთის ნიღაბი

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ქოქოსის ზეთი

შეურიეთ ზეთები ერთმანეთს. წაისვით ნიღაბი ფესვებიდან ბოლოებამდე. დაიხურეთ შხაპის ქუდი. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ რბილი მცენარეული შამპუნით.

ყველა ეს ნიღაბი დაგეხმარებათ შეაჩეროთ თმის ცვენა და მისცეთ მათ ჯანსაღი ბზინვარება. შედეგი რომ იყოს შესამჩნევი, ნიღაბი კვირაში 2-ჯერ უნდა წაისვათ. გამოიჩინეთ მოთმინება მკურნალობის დროს!

გაუზიარეთ ეს ხელნაკეთი თმის ცვენის ნიღბები თქვენს მეგობრებს.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია