თვალების ირგვლივ თეთრი წერტილები გაქვს? მოიშორეთ ისინი ბუნებრივი საშუალებებით!

მილია არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება კანზე გამოჩენილ პაწაწინა, თეთრ წერტილებზე. ისინი ხშირია ახალშობილებში, მაგრამ ის შეიძლება ჰქონდეთ როგორც ახალშობილებს, ასევე მოზარდებსა და მოზრდილებს.

რა იწვევს მათ?

მილიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ის ორი ტიპისაა: პირველადი და მეორადი. პირველი ტიპი აღინიშნება ჩვილებში, ხოლო მეორე - უფროს ბავშვებში ან მოზრდილებში.

კანის გაღიზიანება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ წვრილ გამონაყარს, მოიცავს:

  • კანის აღდგენის პროცედურებს, როგორიცაა დერმაბრაზია ან ლაზერული ზედაპირის აღდგენა.
  • სტეროიდული კრემების ხანგრძლივი გამოყენება.
  • ბუშტუკები კანის მდგომარეობის გამო.
  • დამწვრობა.
  • მზის გრძელვადიანი დაზიანება.

ამ სტატიით გაგაცნობთ ბუნებრივ საშუალებებს თვალების ირგვლივ თეთრი ლაქების მოსაშორებლად

1. შაქრიანი ლიმონის სკრაბი

ლიმონს აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები, შაქარი კი ამქერცლავი საშუალებაა. შეურიეთ ორი სუფრის კოვზი შაქარი ნახევარი ლიმონის წვენს და ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ თხუთმეტი წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

2. სიმინდის სახამებელი და ვაშლის ძმარი

არასასურველი ლაქების მოსაშორებლად, ინგრედიენტები თანაბარი რაოდენობით აურიეთ, რომ მიიღოთ შემკვრელი პასტა. წაისვით კანზე, გაიჩერეთ ოცდახუთი წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

3. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, რომელიც აკონტროლებს ცხიმის გამომუშავებას კანზე. შეურიეთ თანაბარი რაოდენობით აბუსალათინის ზეთი და ზეითუნის ზეთი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ ცოტა ხანი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

4.ორთქლის აბაზანები

ორთქლის აბაზანა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას.

5. ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთს აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები, რომელიც ასუფთავებს კანს ნებისმიერი ინფექციისგან. დაიბანეთ სახე კარგად და შემდეგ წაისვით ჩაის ხის ზეთი დაზიანებულ ადგილებში. დატოვე ხსნარი ღამით და ჩამოიბანეთ დილით.

6. ბროწეულის ქერქის ფხვნილი

შეწვით რამდენიმე ცალი ბროწეულის ქერქი, რომ მიიღოთ ყავისფერი შეფერილობა. დააქუცმაცეთ იგი რომ იიღოთ ფხვნილის მსგავსი მასა და შეურიეთ ლიმონის წვენს. წაისვით ნიღაბი სახეზე და ჩამოიბანეთ თხუთმეტი წუთის შემდეგ.

7. ნატურალური თაფლი

შეურიეთ ნატურალური თაფლი შაქარს, რომ გააკეთოთ სკრაბი, შემდეგ გამოიყენეთ იგი კანის ზედა ფენის გასაწმენდად.

8. ოხრახუშის ფოთლები

ოხრახუშის ფოთლები ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ერთი მუჭა ოხრახუშის ფოთოლი გამოატაეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული ნაყენი წაისვით სახეზე და გააჩერეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია