ევროპა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია მსოფლიოში, სადაც ისტორიული ღირსშესანიშნაობები, საოცარი არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე ერთიანდება. თუმცა, მისი მონახულება ბევრისთვის შეიძლება ძვირი სიამოვნება იყოს. საბედნიეროდ, ბიუჯეტური მოგზაურობა ევროპაში აბსოლუტურად შესაძლებელია, თუ სწორად დაგეგმავთ და მოერგებით რამდენიმე მარტივ წესს.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად დაზოგოთ ფული და მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

ამასთან, თუ მოგზაურობისთვის ემზადები, მნიშვნელოვანია წინასწარ გათვალო ისეთი გაუთვალისწინებელი გარემოებები, როგორიცაა უცხო ქვეყანაში პასპორტის დაკარგვა და იცოდე, როგორ უნდა მოიქცე, თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგე ?

traveling in europe

  1. განსაზღვრეთ ბიუჯეტი და პრიორიტეტები

პირველი ნაბიჯი არის თქვენი მოგზაურობის ბიუჯეტის განსაზღვრა. დაფიქრდით, რამდენი შეგიძლიათ დახარჯოთ ფრენებზე, საცხოვრებელზე, საკვებზე და აქტივობებზე. ამის მიხედვით, შეარჩიეთ ქვეყნები, სადაც მოგზაურობა შედარებით იაფია.

ასევე მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა: გირჩევნიათ მუზეუმებში სიარული თუ ქალაქებში ხეტიალი? ან ძვირადღირებული რესტორნების ნაცვლად, შეგიძლიათ ქუჩის საკვების გასინჯვა ? რაც უფრო მკაფიოდ განსაზღვრავთ თქვენს სურვილებს, მით უფრო გაგიადვილდებათ ხარჯების ოპტიმიზაცია.

  1. აირჩიეთ არასეზონური პერიოდი

ევროპაში მოგზაურობის ფასი მნიშვნელოვნად იცვლება სეზონის მიხედვით. მაღალი ტურისტული სეზონი (ივნისი-აგვისტო) უფრო ძვირია, რადგან ბევრი ტურისტი სტუმროს სხვადასხვა ევროპულ ქალაქს. დაბალი ტურისტული სეზონი კი (ოქტომბერი-აპრილი) იდეალური დროა ბიუჯეტური მოგზაურობის დასაგეგმად. ამ პერიოდში ფასები საცხოვრებელზე და ბილეთებზე უფრო დაბალია, ხოლო ტურისტული ადგილები ნაკლებად გადატვირთული.

  1. იაფი ავიაბილეთების მოძიება

airlines ticket

იმისათვის, რომ ავიაბილეთები იაფად მოიძიოთ, ავიაბილეთები ფრენამდე 1.5-2 თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ. ამასთან, კარგი იქნება თუ გამგზავრებისა და გამოფრენის თარიღი კვირის სამუშაო დღეებში იქნება, ვინაიდან შბათ-კვირის ფრენები, უმეტეს შემთხვევაში, ძვირია.

  1. ბიუჯეტური საცხოვრებლის არჩევა

ევროპაში მრავალი იაფი საცხოვრებელი ვარიანტია.

  • ჰოსტელები: თუ არ გქონიათ პრობლემა საერთო ოთახში ცხოვრების, ჰოსტელები საუკეთესო არჩევანია.
  • Airbnb: შეგიძლიათ დაიქირაოთ ბინები, რაც ხშირად უფრო იაფია, ვიდრე სასტუმროები.
  1. ტრანსპორტი ევროპაში

ევროპის შიდა მოგზაურობისთვის არსებობს რამდენიმე იაფი ვარიანტი:

  • მატარებელი: თუ გეგმავთ რამდენიმე ქვეყანას შორის გადაადგილებას, გამოიყენეთ Eurail-ის ბილეთები, რომლებიც იაფად მოგზაურობას უზრუნველყოფს.
  • ავტობუსი: კომპანიები, როგორიცაა FlixBus და Megabus, გთავაზობენ დაბალ ფასებს.
  • მგზავრობის თანხის გაყოფა: აპლიკაციები, როგორიცაა BlaBlaCar, საშუალებას გაძლევთ სხვა მგზავრებთან ერთად გააზიაროთ მანქანის ხარჯები.
  1. ბიუჯეტური კვება

ევროპაში კვება შეიძლება საკმაოდ ძვირი იყოს, თუმცა ბიუჯეტის დაზოგვა ყველგან შესაძლებელია:

  • ეწვიეთ ადგილობრივ სუპერმარკეტებს და შეიძინეთ პროდუქტები მარტივი საჭმლის მოსამზადებლად.
  • შეგიძლიათ მიირთვათ ქუჩის საკვები, რომლებიც ხშირად უფრო იაფია ვიდრე რესტორნებში და თანაც გემრიელი.
  1. უფასო აქტივობები

free museums

ევროპაში უამრავი ტურისტული ატრაქციონია უფასო:

  • დაათვალიერეთ ქალაქის ქუჩები, ისტორიული ადგილები და ბუნებრივი პარკები.
  • მონახულეთ უფასო მუზეუმები (ბევრი მუზეუმი, ყოველი თვის რომელიმე კონკრეტულ დღეს უფასოა ხოლმე).
  • ისარგებლეთ უფასო ტურისტული ტურებით, სადაც გიდები გაძლევენ ქალაქის ძირითად ინფორმაციას.
  1. გამოიყენეთ ტურისტული ბარათები

ბევრი ევროპული ქალაქი სთავაზობს ტურისტებს ტურისტულ ბარათებს, როგორიცაა Paris Pass ან Berlin WelcomeCard, რომლებიც მოიცავს უფასო ტრანსპორტს და ფასდაკლებებს ტურისტულ ატრაქციონებზე.

ბიუჯეტური მოგზაურობა ევროპაში, სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, შეიძლება იყოს სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გამოცდილება. კარგად განსაზღვრეთ ბიუჯეტი, მოძებნეთ იაფი ფრენები და საცხოვრებელი, გამოიყენეთ ტრანსპორტისა და კვების ეკონომიური ვარიანტები და ყოველთვის მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. ასე თქვენი მოგზაურობა არამარტო საინტერესო, არამედ ფინანსურად მომგებიანი იქნება!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია