რძის შემცველი საშუალება მშრალი კანისთვის
ადამიანი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაზე უძველესი დროიდან ზრუნავდა და ამისთვის მცენარეულ ექსტრაქტებსა თუ ელექსირებთან ერთად რძესაც იყენებდა.
მშვენიერი ქალბატონები რძესა და რძის პროდუქტებს დასაბანად და კანის დასარბილებლად უხსოვარი დროიდან მოიხმარდნენ.
რძე, პირველ რიგში, გასაოცარი კვებითი თვისებებით ფასდება. მოგეხსენებათ, ცხიმი და ზეთი ყველა თანამედროვე კოსმეტიკური საშუალების აუცილებელი კომპონენტებია. რძის ცხიმი ძალიან ძვირფასია. იგი მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ლეციტინითა და ვიტამინებით. რძის წვეთში 100-მლნ-ზე მეტი ცხიმის ბურთულაა. რძის ცხიმის ასეთი დისპერსია ხელს უწყობს კანის უჯრედების მიერ მის კარგ შეწოვასა და ათვისებას.
სახის კანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვების, ძილისა და დასვენების რეჟიმს. თვით კანის კვებაც ისევე აუცილებელია, როგორც გასუფთავება. ეს ყოველდღიური პროცედურაა, რომლისთვისაც მკვებავ მალამოებსა და ნიღბებს იყენებენ. სხვადასხვა ტიპის კანისთვის უამრავი ნიღაბი არსებობს.
მერწმუნეთ, ეს გამწმენდი მართლაც ძალიან ეფექტურია, თქვენ მიიღებთ ნამდვილ რბილ კანს, თუ მას ყოველდღიურად გამოიყენებთ.
ეს არის მარტივი, სწრაფად მოსამზადეველი და აბსოლუტურად ეფექტური, კანი ხდება განახლებული, გაწმენდილი და ელასტიური.
საჭირო ინგრედიენტები:
1 სუფრის კოვზი თხის რძის ფხვნილი
1 სუფრის კოვზი ორგანული შვრია
Გამოხდილი წყალი
რამდენიმე წვეთი თაფლი
მომზადება:
ინგრედიენტები დააბლენდეთ. რაც უფრო წვრილად დაფქული იქნება შვრია, მკთ უფრო სასიამოვნოა კანისთვის. მზა მასა წაისვით სახეზე.
ნიღბები ნორმალური და მშრალი კანისთვის
რძისა და შავი პურის ნიღაბი
შავი პურის ნატეხი დაალბეთ თბილ რძეში, ფაფად აქციეთ და წაისვით სახეზე სამასაჟო ხაზების მიხედვით. დაიტოვეთ 15 წუთს. ჩამოიბანეთ ბამბის ტამპონითა და ნელთბილი წყლით. წაისვით მკვებავი კრემი















