წაისვით ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თმა უფრო სქელი და ძლიერი გახდება!
სიმელოტე ან თმის ცვენა დღეს ორივე სქესის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა ფიზიკური ან ემოციური სტრესი, კვების დეფიციტი, ჰორმონალური დისბალანსი, ალერგია, ჰიგიენის ცუდი დაცვა და თმის მოვლის საშუალებების არასათანადო გამოყენება.
სანამ თმის ცვენასთან დაკავშირებულ პრობლემის მოგვარებას დავიწყებთ, აუცილებელია გავიგოთ მისი გამომწვევი მიზეზი. თუ თქვენი თმის ცვენა გამოწვეულია ძირითადი დაავადებით, აუცილებელია ამ დაავადების მკურნალობა. მაგრამ თუ იგი გამოწვეულია ჰიგიენის არასწორი დაცვით ან ალერგიით, ან თმის მოვლის საშუალების არასათანადო გამოყენებით, მაშინ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშუალება დაგეხმარებათ.
ეს თმის ნიღაბის რეცეპტი ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას იმ ადგილებში, სადაც იგი გაცვივდა. გარდა ამისა, ის ღრმად კვებავს თქვენს თმას და გახდის მას უფრო ძლიერსა და ჯანმრთელს.
ამ ნიღაბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
1 კვერცხი
1 მწიფე ბანანი
1 სუფრის კოვზი თაფლი
½ ჭიქა (125 მილილიტრი) ლუდი
მომზადება:
თასში ჩანგლის დახმარებით ჩაჭყლიტეთ ბანანი და დაუმატეთ ერთი კვერცხი.
კარგად მოურიეთ სანამ არ გახდება გლუვი მასა. შემდეგ დაამატეთ თაფლი და ლუდი და კვლავ კარგად აურიეთ.
გამოყენება:
მიღებული ნარევი წაისვით სკალპზე და შეიზილეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიფარეთ შხაპის ქუდი და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ თმა ჩვეულებრივი მეთოდით. ეს პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაშ ერთხელ.
ბანანი კალიუმის და A, C და E ვიტამინების შესანიშნავი წყაროა, რაც იდეალურია სუსტი თმისთვის. ეს ვიტამინები აუცილებელია ჯანმრთელი და ძლიერი თმისთვის.
კვერცხი მდიდარია ცილებით , ცილა კი თმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამრიგად, ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანსაღი თმის ზრდის პროცესში. გარდა ამისა, კვერცხები თქვენს თმას უჩვეულო ბრწყინვალებას ჰმატებს.
ლუდი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რაც ასქელებს თმის ღერს.
თაფლი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი. არბილებს და ასწორებს თმას. ეს არის დიდი ვიტამინების წყარო, რომელიც ძალიან სასარგებლოა თქვენი თავის კანისთვის.