5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ დაძინებაში
როდესაც მთელი ღამის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ გვძინავს ნაყოფიერად, ვართ მოუსვენრად და გვიჭირს დაძინება, ეს ყველაფერი აისახება მეორე დღის ნაყოფიერებაზე. ასეთ დროს დილიდან უკვე დაღლილად ვგრძნობთ თავს, ვართ უფრო გაღიზიანებულები და არაფოკუსირებულები.
რატომ არის ძილი ასე მნიშვნელოვანი?
სანამ გვძინავს, სხეულის და გონების მნიშვნელოვანი რეგენერაციისა და აღდგენის პროცესები მიმდინარეობს. ორგანიზმი ანადგურებს ტოქსინებს და მჟავებს, რომლებიც უჯრედებს ზედმეტად ტვირთავს.
ძილის პირველ სამ საათში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდი ძილი, რადგან ზუსტად ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ხდება მეტაბოლიზმი. დარღვეულმა ან ძალიან ხანმოკლე ძილმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე და დიაბეტი.
5 რჩევა უკეთესი ძილისთვის
- ბოლო კვება უნდა გქონდეთ დაძინებამდე სამი-ოთხი საათით ადრე, რადგან თუ საწოლში სავსე კუჭით დაწვებით, კუჭი დაიწყებს საჭმლის მონელებას, რის გამოც ძილი დაქვეითდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაიძინოთ მთლიანად ცარიელი კუჭით, რადგან სისხლში შაქრის დონის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს ღამით გაღვიძება საკვების სურვილით.
- ივარჯიშე რეგულარულად! რადგან ვარჯიში ამცირებს სტრესის დონეს და ამავე დროს ხელს უწყობს მშვიდი ძილის განვითარებას.მაგრამ ძალიან გვიან საღამოს არ უნდა ივარჯიშოთ, რადგან ვარჯიშის შემდეგ სხეულს არ შეუძლია სწორად გათიშვა. ვარჯიშიდან მინიმუმ 2 საათი მაინც უნდა გავიდეს სანამ დასაძინებლად წახვალთ.
- ჩაბნელებული საძინებელი ძალიან გამოსადეგია სწრაფად დასაძინებლად და დილით მშვიდი გაღვიძებისთვის. რადგან სინათლის წყაროების დარღვევამ ან მზის ადრეულმა სინათლემ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა. ეს გამოწვეულია ძილის ჰორმონის მელატონინით, რომელსაც ასტიმულირებს სიბნელე და აფერხებს სინათლის ზემოქმედება.
- მშვიდი ძილისთვის აუცილებელია საძინებელ ოთახშ შეარჩიოთ სწორი ტემპერატურა. ძილის ოპტიმალური ტემპერატურაა 15 – დან 20 გრადუს ცელსიუსამდე. ზედმეტმა სიცივემ ან სიცხემ შეიძლება შეამციროს ძილის ხანგრძლივობა.
- ალბათ ძილის წინ ყველა ჩვენგანი ტელეფონს ვინახავთ ბალიშის ქვეშ. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ხელს უშლის მშვიდი ძილის ჩამოყალიბებაში. ასე რომ, მინიმუმ შექმენით დასვენების ოაზისი საძინებელში.
თუ გაითვალისწინებთ ჩვენს მიერ მოწოდებულ რჩევებს, თქვენი ძილი უფრო ნაყოფიერი გახდება.