მოიშორეთ არასასურველი თმა ეპილატორებისა და საპარსების გარეშე
არასასურველი თმის არსებობა განსაკუთრებით აწუხებთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს. ისინი თმის მოსაცილებლად უამრავ მეთოდებს მიმართავენ. სოციალურ ქსელში შეხვდებით უამრავ სტატიას, რომლებიც გვპირდებიან არასასურველ ადგილებიდან თმის მოშორებას სხვადასხვა კრემებს, ნიღბებს, და მსგავსი მეთოდების დახმარებით. თუმცა მათი უმრავლესობა არარეალურია. ასევე არსებობს ეპილატორები და საპარსი საშუალებები, მაგრამ მათი გამოყენება ძალიან მტკივნეულია ან ჭრილობის საშიშროებას შეიცავს.
ჩვენ დღეს გასწავლით სამ არაჩვეულებრივ მეთოდს, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ზედმეტი თმა, რომლის არსებობაც შეიძლება კომპლექსს და დისკომფორტს გიქმნით. ამის გამოყენების შემდეგ თქვენ არა მარტო მოიცილებთ თმას, არამედ კანს გახდით უფრო ნაზსა და გლუვს.
- შაქარი და ლიმონის წვენი
პატარა ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი შაქარი. კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ პასტის მსგავსი მასა. მიღებული ნარევი წაისვით ზედმეტი თმის მიდამოებში. გაიჩერეთ დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიწმინდეთ კანი თბილი წყლით დასველებული სუფთა პირსახოცით.
- კვერცხის ცილა და სიმინდის სახამებელი
მინის ჭურჭელში შეურიეთ 1 სუფრის კოვზი კვერცხის ცილა და 1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი. აურიეთ კარგად, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. წაისვით მიღებული პასტა თქვენს კანზე და დაელოდეთ მის გაშრობას. როდესაც შეგაშრებათ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- რძე და კურკუმა
პატარა ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს ცოტაოდენი კურკუმა და 2 სუფრის კოვზი თბილი რძე. კარგად აურიეთ კოვზით. მიღებული მასა წაისვით თმიან კანზე. გაიჩერეთ დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.