როგორ დავაღწიოთ თავი პირის ღრუში უსიამოვნო სუნს?

ადამიანების მესამედს აწუხებს პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის არსებობა (ჰალიტოზი). საინტეესოა რა იწვევს ამ სუნს ?
ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის პირის ღრუს ჰიგიენის ცუდი დაცვა. რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მის მოსაშორებლად არის პირის ღრუს ჰიგიენა და ბაქტერიების მოშორება.
ბაქტერიები, რომლებსაც ჟანგბადი არ სჭირდებათ, პირველ რიგში, ენის დიდ, უხეში ზედაპირზე იკავებენ ადგილს. მათი მეტაბოლიზმის დროს ისინი წარმოქმნიან გოგირდის არასტაბილურ ნაერთებს, რომლებიც შემდეგ უსიამოვნო სუნს იწვევს. ბაქტერიები აგრეთვე პოულობენ ნიშებს კბილებს შორის არსებულ სივრცეებში და ცუდად მოთავსებულ გვირგვინებში.

გარდა ამისა,  არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი უსიამოვნო სუნისა, ესენია:

-ღრძილების ანთება
-ქრონიკული პაროდონტის დაავადება
-ჰალიტოზი
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

არსებობს გარკვეული წამლები, როგორიცაა რკინის დამატებები, საძილე აბები, მედიკამენტები გულის დაავადებებისა და ალერგიისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი.

როგორ შეგვიძლია გადავჭრათ ეს პრობლემა?

იმისთვის რომ მოვიცილოთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, თავდაპირველად უნდა დავაზუსტოდ მისი გამომწვევი მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ სტომატოლოგს. თუმცა თუ დროულად დაიწყებთ ამ პრობლემის მოგვარება, სანამ გაგვირთულდეს, შეგვიძლია სახლის პირობებშიც მოვიცილოთ უსიამოვნო სუნი.

ამისათვის ძალიან კარგი საშუალებაა

-რეგულარული და ძირფესვიანი გამოხეხვა არამარტო კბილების, არამედ მთლიანი პირის ღრუსი, აუცილებელია ყოველ დილით და საამოს მინიმუმ 3 წუთი კბილების საგულდაგულო გამოხეხვა.
-კარგი საშუალებაა ასევე ოხრახუშის, დაფნის ფოთოლისა და კამის ნახარშის გამოვლება დღეში ორჯერ მაინც.
-ასევე ლიმონის სავლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს არასასიამოვნო სუნის ჩაცხრომაში.
-ყოველი ჭამის შემდეგ წყლის გამოვლება და საღეჭი რეზინი დაგემოვნება, თუმცა საღეჭი რეზინი გრძელვადიან პერიოდში აუარესებს პირის ღრუს ფლორას.მისი დანიშნულებაა მხოლოდ სწრაფად გამოასწოროს უსიამოვნო სუნი. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ ნერწყვის წარმოქმნის სტიმულირება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირის სიმშრალის შემთხვევაში, მათ არ შეუძლიათ ბაქტერიების აღმოფხვრა.

მიუხედავად ყველაფრისა საუკეთესო გამოსავალი მაინც სტომატოლოგთან ვიზიტი, პრობლემის მიზეზის დადგენა და სწორი მკურნალობაა.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია