მკერდის კიბოს გამომწვევი ორი ყველაზე შემაშფოთებელი მიზეზი… თქვენ ეს უნდა იცოდეთ!

მკერდის კიბო არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება ერთ ან ორივე ძუძუს არეში. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა.
ბოლო წლებში ძუძუს კიბოს შემთხვევები, მეცნიერებისა და ჯანმრთელობის მხრივ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქვეყნების უმეტესობაში ყოველწლიურად იზრდება.
იმისათვის, რომ შეიმციროთ მკერდის კიბოს გაჩენის რისკი, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ – იცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
ბევრი ჩვენგანი დღეს მექანიკურად ანტიპერსპირანტის გამოყენებით იწყებს, ისე, რომ არც ფიქრობს შედეგებზე. არადა, ღირს დაფიქრება და აი, რატომ: თუკი იყენებთ ანტიპერსპირანტს, რომელიც ალუმინს შეიცავს, დიდი შანსია, რომ ზრდით მკერდის კიბოთი დაავადების რისკს.ანტიპერსპირანტები ახშობს, ხურავს ფორებს, საიდანაც გამოდის ოფლი იღლიიდან – ანტიპერსპირანტებში შემავალი ყველაზე აქტიური ინგრედიენტი კი ალუმინია. ანტიპერსპირანტი არა მხოლოდ ბლოკავს თქვენი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსასვლელ ერთ-ერთ გზას (ოფლის სახით იღლიიდან), არამედ უმატებს მათ ახალს (მასში შემავალი ლითონები ხომ სადღაც უნდა წავიდეს?)

გარდა ამისა არსებობს კიდევ სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, ესენია:

-ასაკი ორმოც წელს გადაცილებული ქალები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდონ საკუთარ თავს, ვინაიდან ძუძუს კიბო უფრო ხშირად 40 – დან 60 წლამდე ასაკში გვხვდება.

-მემკვიდრეობა. ახლო ნათესავებში (განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში) ძუძუს კიბოს არსებობის შემთხვევაში, ქალმა განსაკუთრებული ზრუნვა უნდა მოახდინოს საკუთარ თავზე. საბედნიეროდ, ძუძუს კიბოს მხოლოდ 5% გადაეცემა თაობიდან თაობას, დანარჩენი - მხოლოდ მიდრეკილება.

-ტრავმები, მკერდის სისხლჩაქცევები ხშირად იწვევს მკერდის კიბოს წარმოქმნის ფაქტორს. აუცილებლად ეწვიეთ ონკოლოგს ან გინეკოლოგს, თუ დაჟეჟილია მკერდი. ალბათ ეს იქნება მხოლოდ ჰემატომა. ამასთან, სპეციალისტს შეეძლება გამორიცხოს კიბოს გაჩენა (ხშირად მასაც უწევს დამატებითი დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენება: ულტრაბგერითი, მამოგრაფიული).

-ფსიქიკური ტრავმა, სტრესი, შფოთვა, ფსიქო-ემოციური სტრესი . უკვე აღინიშნა, რომ ძუძუს კიბო უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, რომელთა ხასიათი შეიძლება შეფასდეს, როგორც "ემოციური, შფოთვითი, ისტერიული, ნერვული", ან ქალებში, რომლებიც სიცოცხლის გარემოებებიდან გამომდინარე გრძელვადიანი ქრონიკული სტრესის პირობებში იმყოფებიან. ამიტომ ონკოლოგ-მამოლოგები თითქმის ყოველთვის კონსულტაციების დროს გირჩევენ რაიმე სახის დამამშვიდებელი ან მცენარეული პრეპარატის მიღებას.

-კვება. ყოველდღიური დიეტის დროს საკმარისი რაოდენობის ანტიოქსიდანტური ნივთიერებების არსებობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძუძუს კიბოს პროფილაქტიკაში. ამიტომ, ექსპერტები ხშირად ინიშნავენ მულტივიტამინურ და მინერალურ კომპლექსებს A, E, C და სელენის მაღალი შემცველობით.

-ფიბროადენომა (მკერდის კეთილთვისებიანი სიმსივნე) ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

-ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, საკვერცხეების დაავადებები - ასევე ზრდის ძუძუს კიბოს რისკს. დროულად მიმართეთ ექიმს, ენდოკრინოლოგსა და გინეკოლოგს.

-მშობიარობის ფუნქცია. მენსტრუაციის ადრეული დაწყება, გვიან მენოპაუზა, გვიანი პირველი მშობიარობა, ზოგადად მშობიარობა 40 წლის შემდეგ, მოკლე ხანგრძლივობა (6 თვემდე) ძუძუთი კვება, აბორტი, პირველადი უშვილობა) - ყველა ეს ფაქტორი ასევე ზრდის ძუძუს კიბოს რისკს.

-მავნე ჩვევები (ალკოჰოლი, მოწევა), ფიზიკური უმოქმედობა.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია