ასპირინის გამოყენების განსხვავებული გზები – ის რაც აქამდე არ იცოდით!
ასპირინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, მას ძრითადად ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ, თუმცა დანიშნულების ჩამონათვალი ბევრად უფრო ფართოა. ჩვენ გთავაზობთ ასპირინის გამოყენების სხვა და სხვა მეთოდებს, ყურადღებით წიაკითხეთ…
1. ასპირინი ყვავილებისთვის
ალბათ ყველას გწყდებათ გული, როდესაც ულამაზესი თაიგული სწრაფად იწყებს ჭკნობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი წყალში გამოყოფენ ეთილენს. დაუმატეთ წყალს 2 დაფშვნილი ასპირინი, ეს დაეხმარება ყვავილებს უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნონ ლამაზი სახე.
2. მწერების ნაკბენები
თუ მწერმა გიკბინათ და გრძნობთ ტკივილის, ნაკბენი კი გისივდებათ , საკმარისია დაისველოთ ნაკბენი და წაისვათ მასზე ასპირინის აბი. რამდენიმე წუთის შემდეგ იგრძნობთ შემსუბუქებას.
3. თმის მკურნალობა
თმა რომ უფრო რბილი და მბზინვარე გახდეს, სულაც არ არის საჭირო ძვირად ღირებული საშუალებების შეძენა, საკმარისია იყიდოთ ჩვეულებრივი ასპირინი. ყოველთვის, როცა თავის დაბანას დააპირებთ შამპუნის ერთჯერად პორციაში გახსენით ორი აბი ასპირინი. დაელოდეთ მათ ბოლომდე გახსნას, შემდეგ კი გამოიყენეთ. 3 კვირის შემდეგ საოცარ შედეგს მიიღებთ!
4. ოფლის ლაქები
ღია ფერის ნაჭრიდან ოფლის ლაქების მოშორება საკმაოდ რთულია. დაფშვენით ასპირინის 2 აბი და შეურიეთ სარეცხ ფხვნილთან ერთად წყლით სავსე ჭიქაში. დაასველეთ ამ ხსნარში ტანსაცმელი და გააჩერეთ ორი საათით, შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ.
5. მოიშორეთ მარილის დეპოზიტები
თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ ვაზა ზედმეტი ნარჩენებისგან მინის დაზიანების გარეშე, მასში შუშხუნა ასპირინის ტაბლეტის დაშლით. მსგავსი ხრიკი მუშაობს ტუალეტთან: უბრალოდ ჩაყარეთ ასპირინი შიგნით, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ჩარეცხეთ წყალი.
6. მოიცილეთ ქერტლი
დაქუცმაცებული ასპირინის ტაბლეტისა და შამპუნი ს ნარევი დაგეხმარებათ ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლაში . საკმარისია ეს ნარევი დაისხათ და გაიჩეროთ თმაზე ორიოდე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ და კიდევ ერთხელ დაიბანეთ თმა მხოლოდ შამპუნით.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გაიმარტივეთ ცხოვრება!
გაფრთხილება
გახსოვდეთ, რომ ასპირინი არის პრეპარატი, ამიტომ გამოიყენეთ იგი ფრთხილად. მაგალითად, ასთმით დაავადებული ადამიანებმა ან ასპირინის მიმართ ალერგიული ადამიანებმა უმჯობესია არ სცადოთ ამ სტატიაში ჩამოთვლილი რჩევების უმეტესობა.