როგორ უწყობს ხელს ხახვი თმის ზრდას?


ბევრ ადამიანს ადრე თუ გვიან თმის დასუსტება და შემდგომი ცვენა ეწყება. მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევა, რომ ნორმალურია ადამიანისთვის დღეში 50 – დან 100 თმის ჩაამოცვენა, თმის ცვენა მაინც იწვევს შფოთვას და სტრესსაც კი ადამიანებში.ეს ყოველივე ხშირად იწვევს თავდაჯერებულობის დაკარგვას. საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომლებიც თმის გაძლიერებას და ზრდას შეუწყობს ხელს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხახვის წვენია.

ბუნებრივი და უსაფრთხო მეთოდი
თქვენი თმის გასამაგრებლად ხახვის წვენის გამოყენებას მრავალი უპირატესობა აქვს სხვა მეთოდებთან შედარებით - ჯერ ერთი, მას არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს და მეორეც, ის ჩვეულებრივ არ იწვევს ალერგიას. რატომ უნდა გამოიყენოთ თმაზე ქიმიკატების შემცველი საშალებები, როდესაც გაქვთ ხელმისაწვდომი და იაფი საშუალება? ასე რომ, თუ თმა დაიცყებს ცვენას, დაიწყეთ ხახვის გამოყენება, რომლის შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ. და მერწმუნეთ, შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

როგორ უწყობს ხელს ხახვი თმის ზრდას?
ბევრს არც კი აქვს გაცნობიერებული, რომ ხახვის რეგულარულ გამოყენებას თმის საკმაოდ ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ხახვი შეიცავს უამრავ გოგირდს. ამის გამო ხდება, რომ როდესაც ხახვის წვენს წაისვამთ თავის კანზე, ის დაიწყებს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას თმის ქვეშ არსებულ კანზე. გარდა ამისა, გოგირდი სასარგებლოდ მოქმედებს ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებაზე, რაც თმის ზრდისთვის აუცილებელია. თმა იზრდება თმის ფოლიკულში, რომელიც დაფესვიანებულია სკალპში, და ამით სკალპის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების მიწოდებას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს თმის ზრდას და ჯანმრთელობას. ხახვის წვენი აძლიერებს თმას და ხელს უშლის თმის გატეხვასა და გათხელებას. ასე რომ, თქვენ მარტივად შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი თმის მოცულობა, ხახვის წვენით რეგულარული გამოყენებით.

ხახვი აჩქარებს თმის ზრდას
ხახვის წვენით თმის უფრო სწრაფად ზრდის მისაღწევად, თქვენ უნდა გამოწუროთ წვენი ხახვიდან და მიღებული წვენი კარგად წაისვათ სკალპზე. მას შემდეგ, რაც ხახვის წვენს წაისვამთ კანზე, ნუ ჩამოიბანეთ მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში. რაც უფრო მეტ დროს გაიჩერებთ ხახვის წვენს, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თავი თბილი წყლით და შამპუნით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში მინიმუმ სამჯერ, სულ მცირე, ორი თვის განმავლობაში - და შედეგიც არ დააყოვნებს.

როგორ მოვამზადოთ ხახვის წვენი თმის გასამაგრებლად?
აიღეთ ხახვი და გაასუფთავეთ (ხახვის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიგრძის თმა გაქვთ, ეს თქვენ უნდა მიხვდეთ), შემდეგ გაჭერით ორად ან ოთხად და მოათავსეთ ბლენდერში. დააბლენდერეთ, შემდეგ კი გადაიტანეთ მასა სუფთა დოლბანდზე და გამოწურეთ წვენი.

ხახვი-თაფლის ნარევი
შეურიეთ ერთმანეთს ¼ ჭიქა ხახვის წვენი და 1 ს/კ თაფლი. კარგად აურიეთ და მიღებული ნარევი წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ხახვის წვენისა და რომის ნარევი
თუ ძალიან არ გიყვართ ხახვის სუნი, მაგრამ ამავე დროს გსურთ თმის ცვენის შეჩერება და თმის გამაგრება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მეთოდი. დაჭერით ერთი საშუალო ზომის ხახვი წვრილად და გააჩერეთ რომიან ჭიქაში ღამით. მომდევნო დღეს გაწურეთ ნარევი. მიღებული ნაყენი შეიზილეთ თქვენს სკალპში.

თმა ჩამოიბანეთ ხახვის წვენით
ეს არის ხახვის წვენის გამოყენების კიდევ ერთი გზა თქვენი თმის გასამაგრებლად. მოათავსეთ 4-5 წვრილად დაჭრილი ხახვი 1 ლიტრ წყალში და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. ბულიონი გააცივეთ და გადაწურეთ. ჩამოიბანეთ თმა მიღებული ნახარშით ყოველი შამპუნით დაბანის შემდეგ. მეორე დღეს თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ცოტათი შამპუნით.

თუ შეშფოთებული ხართ თმის გადაჭარბებული ცვეთით, სცადეთ ამ სტატიაში აღწერილი რომელიმე რეცეპტი. შეარჩიეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგეწონებათ და გამოიყენეთ პრაქტიკაში მინიმუმ ორი თვის განმავლობაში. და 2 თვის შემდეგ დაინახავთ, როგორ იბრუნებს თმა დიდი ხნის განმავლობაში თითქოსდა დაკარგულ ბზინვარებას და ხდება უფრო ძლიერი და სქელი. თმის ზრდის კიდევ უფრო გასაზრდელად, ჩვენ ასევე გირჩევთ კვირაში ერთხელ წაისვათ სკალპზე ზეთისხილის, ქოქოსისა და ნუშის ზეთის ნარევი. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, შეგიძლიათ ზეთი დაიტოვოთ თმაზე ღამით. გარდა ამისა, აუცილებელია სწორიდღის რაციონი თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად და თმის აღსადგენად.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია