ამ სასმელის ერთი ჭიქის დალევა ძილის წინ დაგეხმარებათ წონის დაკლებაში!
თუ ხალხურ მედიცინას გადახედავთ, იქ აღმოაჩენთ უამრავ რეცეპტს რომელშიც შედის სელის თესლი. მისი სარგებელი იმდენად დიდია, რომ უამრავი დაავადების გასაკურნად გამოიყენება. სელის ფქვილი(დაფქული სელის თესლი) წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც დაგეხმარებათ მოკლე დროში მოახდინოთ საკუთარი წონის ნორმალიზება და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდა. იგი მდიდარია ბოჭკოებით, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და სხვა თანაბრად სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი სხეულის განკურნებას, გაწმენდას და გაძლიერებას.
ზაფხულის ცხელ დღეების მოახლოებასთან ერთად ყველა ცდილობს შეიმციროს ცოტათი მაინც ზედმეტი კილოგრამები. თუ გადაწყვეტთ, რომ ეს გააკეთოთ ხალხური მეთოდებთ, მაშინ საუკეთესო არჩევანი იქნება სელის თესლის გამოყენება.
ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ უნიკალური სამკურნალო საშუალების რეცეპტი წონის სწრაფი დაკლების, წმენდისა და სხეულის ზოგადი განკურნების მიზნით.
სელის თესლი როგორც ორგანიზმის გამწმენდი და სამკურნალო საშუალება
ბლენდერის ან რაიმე საფქვავის გამოყენებით დაფქვით იმდენი რაოდენობის სელის თესლი, რომ მიიღოთ 1 კოვზი სელის ფქვილი. ამის შემდეგ ფინჯანში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სელის ფქვილი და დაასხით ნახევარი ჭიქა ნელ-თბილი ადუღებული წყალი, გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას წყალში(დაახლოებით 5-10 წუთი), შემდეგ კიდევ დაასხით ნახევარი ჭიქა, ამჟამად უკვე ცხელი წყალი (მაგრამ არა ადუღებული). ინფუზიის გაცივების შემდეგ დაამატეთ მას 1 სუფრის კოვზიბუნებრივი თაფლი.
როდის უნდა მივიღოთ დამზადებული სასმელი?
სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ერთჯერადად ერთი ჭიქა, სასურველია დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე.
გარდა ამისა, ზოგადი ჯანმრთელობისა და სხეულის გაძლიერების მიზნით, ყოველდღიურ საკვებს შეგიძლიათ დაამატოთ მცირე რაოდენობით სელის ფქვილი. მაგალითად: წვნიანებს, ნამცხვრებს, საუზმეებს. ასევე, ძალიან სასარგებლოა კიდევ ერთი სამკურნალო სასმელი სელის ფქვილისა და კეფირის ნარევი. მის მისაღებად კი უბრალოდ უნდა აურიოთ ½ სელის ფქვილი 0,5 მლ/ლ კეფირს და უნდა მიირთვათ.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას