თუ სახსრების ტკივილმა შეგაწუხათ, მაგრამ კრემები ძვირი ღირს, მაშინ დაამზადეთ ის სახლში საკუთარი ხელებით
ხშირად გაწუხებთ სახსრების ტკივილი? გაქვთ სიმძიმის შეგრძნება ფეხებში? თავს ძველი ტრავმები გახსენებენ? ამის მოსაგვარებლად უამრავი საშუალება იყიდება აფთიაქებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში. თუმცა მათი უმრავლესობა იმდენად ძვირი ღირს, რომ ყველას არ შეუძლია მათი შეძენა და გამოყენება. სწორედ ამის გამო გვინდა გაგაცნოთ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება. მისი დამზადება იმდენად ადვილია, რომ თქვენი ხელებითაც კი შეგიძლიათ მოამზადოთ იგი. რაც მთავარია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარი წამალია რაც გამორიცხავს გვერდით ეფექტებს.
შემოგთავაზებთ სასწაული კრემის რეცეპტს. ის დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის, რადიკულიტის, ართრიტის, ოსტეოქონდროზისა და ართროზის დროს. ეს ყველაფერი კი სახსრებთან არის დაკავშირებული.
სახსრების ტკივილის შესამსუბუქებელი კრემის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები. ესენია:- 300 მლ/ლ სპირტი, 1 ბოთლი ქაფურის სპირტი ( 10 მლ/ლ), 1 ფლაკონი იოდი ( 10 მლ/ლ) და 10 ცალი ანალგინის ტაბლეტი.
როგორ უნდა მოვამზადოთ კრემი?
კარგად აურიეთ მოცემული ინგრედიენტები, გადაიტანეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას 21 დღით განმავლობაში. ამის შემდეგ კრემი მზად იქნება გამოსაყენებლად.
გარდა ამისა არის კიდევ ერთი რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ სახსრებში ტკივილისა და დისკომფორტის მოსახსნელად.
მისი შემადგენელი კომპონენტებია:- 50 გრამი ქაფურის სპირტი, 50 გრამი მდოგვის ფხვნილი, 50 მლ/ლ სპირტი და 3 ცალი კვერცხის ცილა.
ჭურჭელში აურიეთ სპირტი და ქაფურის სპირტი. შემდეგ დაამატეთ მდოგვის ფხვნილი, ცალკე ჯამში გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული,( ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება კვერცხის ცილა) იგი აუცილებლად უნდა გაცივდეს. შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს. მიღებული კრემი აუცილებლად შეინახეთ მაცივარში, რომ გაცივდეს იგი. დაწოლამდე, ძილის წინ, მტკივნეულ სახსრებში შეიზილეთ მიღებული კრემი. ზემოდან დაიფარეთ შალის ნაჭერი და დაიტოვეთ ასე მთელი ღამით.
ერთი პროცედურის შემდეგ ტკივილი შეგიმსუბუქდებათ. სრული გამოჯანსაღებისთვის უნდა ჩაიტაროთ 8-10 ასეთი პროცედურა მაინც.
kop.ge გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმხნევეს