ყოვედღიურად 1 ჭიქა ღვინის დალევა აუცილებელია! ეს 7 მიზეზი კი ამაში დაგარწმუნებთ!
ღვინოს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს და ის დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ეს არაერთხელ არის დამტკიცებული სხვადასხვა კვლევების მიერ. უმარავი კვლევის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ დღეში ერთი ჭიქა ღვინო, ადამიანის ჯამრთელობისთვის აუცილებელია. გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა დალიოთ დღეში ერთი ჭიქა ღვინო.
1. ღვინო გეხმარებათ დაიკლოთ წონაში. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რო 1 ჭიქა წითელი ღვინო, 1 საათიანი ვარჯიშის ტოლფასია.
2. ის გიჯანსაღებთ სუნთქვას. კვლევებმა აჩვენა, რომ წითელი ღვინო ხელს შლის ბაქტერიებს გავრცელდნენ პირის ღრუში.
3. გეხმარებათ ალერგიის დამარცხებაში. ეს ინფორმაცია თეთრი ღვინის მოყვარულებს გაგიხარდებათ. თეთრი ღვინის გარკვეულ სახეობებს, შეუძლია, ალერგიული ზემოქმედების შემცირება.
4. ღვინო ეხმარება თქვენს გულს! წითელი ღვინო ხელს უშლის სისხლის შედედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა. ნებისმიერი სახის ალკოჰოლი შეიძლება სასარგებლო იყოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ წითელი ღვინო ამას გულისხმობს სხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებთან ერთად, როგორიცაა კორონარული არტერიის დაავადების და ინსულტის პრევენცია.სომელიე, ლაურა კაუფმანის თქმით ღვინო შეიცავს ანტიოქსიდებს, რომელიც იცავს გულს სხვადასხვა დაავადებისგან. ყოველდღიურად 1 ჭიქა ღვინის ამცირებს გულის შეტევის რისკს, ქოლესტერინის დონეს და იცავს სისხლს შედედებისგან.
5. ღვინო გეხმარებათ მეხსიერების შენარჩუნებაში. არიზონას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ვინც 1 ჭიქა ღვინოს ყოველდღე სვამდნენ ბევრად უკეთესი მეხსიერება ქოდათ, მათზე ვინც ღვინოს არ მიირთმევდა.
6. ღვინო აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ღვინოს შეუძლია დაეხმაროს გრიპის საშიშ სიმპტომებს - წითელი ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი იმუნურისისტემის გაძლიერებაა. საიდუმლო ღვინის სამკურნალო ძალაა: როდესაც ნაწლავის გარკვეული ბაქტერიები ხარობს, თქვენი იმუნური სისტემაც ვითარდება. ბრიტანულმა კვლევებმა დაადგინეს, რომ ისინი ვინც 1 ჭიქა ღვინოს ყოველდღიურად მიირთმევენ, დაინფიცირების რისკს 11% აქვეითებენ.
7. ღვინო აძლიერებს ძვლებს. ალკოჰოლი გამოყოფს ესტროგენის გარკვეულ რაოდენობას, რაც ძვლის დასუსტებას უშლის ხელს. გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ზედმეტმა ღვინის მიღებამ, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს. ასე, რომ როგორც ყველაფერში, აქაც უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი.