თავის ტკივილის და დაღლილობის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება. ეფექტური და გემრიელია

ყველას განგვიცდია თავის ტკივილი, თუმცა არც ისე ხშირად. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ თავი მუდმივად გვტკივა და არა თვეში ორ-სამჯერ? მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ცხოვრების წესში, ასევე ჯანმრთელობის გაუარესებაში.
თუ რეგულარული თავის ტკივილი გაწუხებთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩვევებს. თავის ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტი შეიძლება გქონდეთ დაღლილობისგან, შიმშილისგან, ძილის ნაკლებობისგან, ზედმეტი დატვირთვისგან ან სტრესისგან.
ტკივილის შესამსუბუქებლად, სცადეთ შეცვალოთ თქვენი რეჟიმი მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში:
-დაიძინეთ ადრე - ადამიანს დასვენებისთვის სჭირდება მინიმუმ 8 საათიანი ძილი. მაგრამ 10 საათზე მეტ ხანს არ იძინოთ. ამ შემთხვევაში, ჟანგბადის და სისხლში შაქრის დონე დაეცემა და თავის ტკივილს გამოიწვევს.
-თუ დიდხანს ზიხართ წიგნებთან, კომპიუტერთან ან თქვენი სამუშაო უკავშირდება პატარა დეტალების დათვალიერებას, ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ ფაქტს. ყოველ ნახევარ საათში უნდა შეისვენოთ მინიმუმ ორიოდე წუთით.
-შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება. ეს გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე და მოქმედებს თავის სისხლძარღვების მდგომარეობაზე.
-შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესული სიტუაციები და ნეგატიური ემოციები. თუ თქვენი თავის ტკივილი არ არის გამოწვეული დაავადებით, მაშინ ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ იგი.

გარდა ამისა, თავის ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს.თავის ტკივილის და დაღლილობის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა
ლავანდა– ეს არომატული მცენარე უძველესი დროიდან უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ ითვლება. ცნობილია, რომ ის კარგი ანტიდეპრესანტი არის, მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ლავანდა თავის ტკივილის და დაღლილობის დროს?

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
1,5 ლიტრი წყალი, 100 მილიგრამი თაფლი, 5 ლიმონის წვენი, ლავანდის ეთერზეთის 1 წვეთი, ან ლავანდის გამხმარი ყვავივილების 3 ს/კ

მომზადების წესი:
1. თუ ლავანდის ზეთს იყენებთ, უბრალოდ აურიეთ ერთმანეთს მითითებული ინგრედიენტები. მიღებული სასმელი რამდენიმე საათით მაცივარში ჩადეთ. შეგიძლიათ თაფლი, ან წყალი დაამატოთ, ეს თვენს გემოვნურ თვისებებზეა დამოკიდებული.

2. ლავანდის ყვავილების გამოყენების შემთხვევაში, ისინი წყალში ჩაყარეთ და აადუღეთ. ადუღების შემდეგ ყვავილები ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხარშეთ. შემდეგ კი, სასმელს თავსახური დააფარეთ და ერთი საათით დატოვეთ. 1 საათის შემდეგ, ნარევი გადაწურეთ და მასში ლიმონის წვენი და თაფლი დაამატეთ. სასმელი დოქში გადაასხით და 30 წუთით მაცივარში ჩადეთ.

ლიმონათი ცივი უნდა იყოს. შეგიძლიათ ყინულიც დაამატოთ. თავის ტკივილების დროს ასევე იღებენ აბაზანებს ლავანდის ზეთით, ან მას მასაჟის დროს იყენებებენ. კარგი განწყობა და სიმშვიდე გარანტირებული გაქვთ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია