ეს მცენარე დაგეხმარებათ ქოლესტერინის დარეგულირებაში, გააუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და გააძლიერებს ნერვულ სისტემას

მზესუმზირა ძალიან გავრცელებული მცენარეა, რომელიც შეიცავს უზარმაზარ რაოდენობას ვიტამინებსა და მინერალებს. მზესუმზირის თესლებში ბევრია ცხიმში ხსნადი ვიტამინები: A, E, D და B ჯგუფი. ისინი კარგად იწოვება ნაწლავებში თესლის ცხიმების წყალობით. ასევე, თესლი მდიდარია მინერალებით: მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა და ფტორი. სხვადასხვა მჟავები ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის შემცირებას. მზესუმზირის თესლი სასიკეთოდ მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. მათ მიირთმევენ, როგორც ათეროსკლეროზის, ისე გულის შეტევების და ინსულტის პროფილაქტიკისთვის.
მას განსაკუთრებით სასარგებლო თვისებები აქვს, როდესაც ყლორტების პერიოდშა. ეს არის ვიტამინების (C, E, B), მიკროელემენტების (ფოსფორის, სელენის, მაგნიუმის, იოდის, კალიუმის, ფტორის), უჯერი ცხიმოვანი მჟავების (ოლეინის, ლინოლის, პალმიტის), ბოჭკოვანი, ცილების ნამდვილი საწყობი.
თქვენი დღის რაციონს უბრალოდ დაამატეთ იგი. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ ბოსტნეულის სალათთან ერთად მიირთვათ. ასეთ დანამატს შეუძლია დაარეგულიროს ქოლესტერინის ცვლა, გააუმჯობესოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება, გააძლიეროს ნერვული სისტემა და იმუნიტეტი. ასევე მას შეუძლია სასარგებლო გავლენა მოახდინოს მხედველობაზე, ტვინის აქტივობაზე და მეხსიერებაზე. და რაც მთავარია, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამოსულმა მზესუმზირის ყლორტს შეუძლია შეანელოს დაბერების პროცესი!
შეინახეთ ეს რეცეპტი, რადგან ის ჯანმრთელობას მოუტანს თქვენ და თქვენს ახლობლებს.(ერთი დღის რაოდენობა) აიღეთ 5 სუფრის კოვზი ნედლი, გამხმარი მზესუმზირის თესლი. დაყარეთ საშაო სიღრმის თეფშზე და დაასხით სუფთა წყალი ისე, რომ თესლის ზედაპირი მთლიანად დაფარული იყოს. დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას ერთი დღის განმავლობაში. მეორე დღეს წყალი გადაწურეთ, გარეცხეთ და კიდევ ერთი დღე გააჩერეთ იგივენაერად, როგორც წინა დღეს. ამ დროის განმავლობაში თესლი ღვივდება. ამის შემდეგ მზესუმზირის თესლი გადაიტანეთ ნიადაგში, რომელლიც წინასწარ უნდა მოამზადოთ( ღრმა ჭურჭელშ ჩაყარეთ ნოყიერი მიწა). 5 დღის განმავლობაში მორწყეთ ზომიერად. ეს დრო საკმარისია მწვანე ყლორტების გამოჩენისთვის (თუ არ გამოჩნდა, გააგრძელეთ პროცედურა). ისინი უნდა გამოვიყენოთ სალათში(ფესვი მოაჭერით და გაუკეთეთ ნებისმიერ თქვენთვის საყვარელ სალათს). ყოველი დღის პორცია უნდა დაამზადოთ ამ მეთოდით. არ არის საჭირო მიწის შეცვლა ყოველ ჯერზე. უმჯობესია ერთდროულად 2 დღის თესლი დათესოთ. ამ დროის განმავლობაში, ახლები გაიზრდება და შეძლებთ ის გამოყენებას. გამოიყენეთ იგი 1 თვის განმავლობაში და თქვენი ჯანმრთელობა რადიკალურად შეიცვლება.
ყურადღება: თუ გლუტენის აუტანლობა გაქვთ, მაშინ ეს არ გამოიყენოთ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია