მუმიე ძალიან ეფექტური საშუალებაა ბევრი დაავადების სამკურნალოდ. ეს უნდა იცოდეს ყველამ

ყველასთვის ცნობილია, რომ მუმიე შეიცავს ბევრ ორგანულ ნაერთს და სხვა ელემენტს: კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, კალიუმს.. ეს საუკეთესო ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებაა, რომელსაც არავითარი უკუჩვენება არ აქვს (გარდა ონკოლოგიური დაავადებისა), იგი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე. წყალში, წვენში ან რძეში გახსნილი 1,5 გ მიმიეს რეგულარულად, დღეში 1-2-ჯერ მიღება აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, ასტიმულირებს ნერვულ და სისხლძარღვთა სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, ძილს და ხსნის დაღლილობას.

მუმიე ძალიან ეფექტური საშუალებაა ბევრი დაავადების მკურნალობისას:

შუა ყურის ანთების, ჩირქოვანი ოტიტის დროს: შეურიეთ მუმიო ქაფურის ზეთს, ბორის სპირტს ან ფურაცილინს შემდეგი პროპორციით: 1:19- და ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. ამავე დროს დილაობით სვით თაფლდამატებულ რძეში გახსნილი (0,2 გ : 1/2 ჩ/ჭ რძეში) მუმიე.

კუჭის წყლულის, საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და საშარდე ბუშტის დაავადებისას სასურველია 25-28 დღის განმავლობაში დღეში 2-ჯერ, დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ, მიიღოთ მუმიე. შემდეგ შეისვენეთ 10 დღე და გაიმეორეთ კურსი. ერთ მიღებაზე მუმიეს წონა დამოკიდებულია სხეულის წონაზე. თუ თქვენ იწონით 70 კგ-ს, უნდა მიიღოთ 0,2გ მუმიე, 80 კგ-მდე- 0,3 გ, 90 კგ-ზე ზევით-0,5 გ. უმჯობესია მუმიე გახსნათ 1/4 ჩ/ჭ რძეში. თუ გემო არ მოგეწონათ შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი თქვენი გემოვნებით.

დაჭიმულობის, დაჟეჟილობის (ნატკენზე), ართრიტის, ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობის დროს: 20 დღის განმავლობაში დაიზილეთ (ან უბრალოდ წაისვით) მტკივნეული ადგილები სპირტში გახსნილი მუმიეთი (1გ მუმიე : 100გ არაყი). კურსი გაიმეორეთ 10 დღის შესვენების შემდეგ.

თირკმლებში ქვებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებისას: 0,2 გ მუმიე გახსენით 1 ჩ/ჭ წყალში (ერთ მიღებაზე) და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სასურველია ამ ხსნარს დაამატოთ ან დააყოლოთ 50-100 გ ახალი ჭარხლის წვენი. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს 10 დღეს. 5 დღის შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა ჩაიტაროთ 4 კურსი.

შაკიკისა და თავის ტკივილის დროს: 25 დღის განმავლობაში, დილას და საღამოს მიიღეთ რძეში ან ფორთოხლის წვენში გახსნილი მუმიე ( 0,2-0,3 გ  მუმიე: 1/2 ჩ/ჭ  რძე/წვენი). ამის შემდეგ შეისვენეთ 10 დღე, შემდეგ კი შეგიძლიათ ისევ გაიმეოროთ კურსი.

კლიმაქსურ პერიოდში ცუდი გუნება-განწყობის დროს: 10 დღის განმავლობაში მიიღეთ რძეში გახსნილი 0,2 გ მუმიე ყოველდღე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ჩაიტარეთ 3-4 კურსი 10 დღიანი შესვენებებით. 3 თვის შემდეგ გაიმეორეთ მკურნალობის კურსი.

არ დაგავიწყდეთ: მუმიეთი მკურნალობის დროს არ შეიძლება სხვა სამკურნალო პრეპარატებისა და ალკოჰოლის მიღება, ლუდისაც კი. მუმიე შეინახეთ პოლიეთილენის პარკში ან კარადაში. ხსნარი მოამზადეთ აუცილებლად მიღების წინ.

Facebook კომენტარები