წითელა: სიმპტომები, მკურნალობა წამლებით და მკურნალობა სახლის პირობებში. უნდა იცოდეთ


წითელა ძალზედ გავრცელებული ინფექციაა, რომელიც გადამდებია. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს რესპირატორულ სისტემაზე. ინფექცია ნერწყვით გადადის. ხველება და ცემინება, ასევე, გამოყოფს ინფექციას, რომელიც ჰაერში რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება.ზოგიერთ ქვეყანაში წითელა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ბავშვების სიკვდილისა. თუმცა, შესაძლოა, ამ ინფექციით მოზრდილი ადამიანიც დაავადდეს.სიმპტომები

ექიმების განცხადებით, დაინფიცირებიდან 10 დღის განმავლობაში, სიმპტომები ნელ-ნელა გამოვლინდება. შესაძლოა, გეგონოთ, რომ გაცივდით ან რაიმე ვირუსი გაქვთ, მაგრამ წითელა გქონდეთ. ქვემოთ მოცემულია მისი სიმპტომები:

  • – სიცხე
  • – ხველა
  • – თვალების სიწითლე
  • – სინათლისადმი მგრძნობელობა
  • – ყელის ტკივილი
  • – კუნთების ტკივილი
  • – პირის ღრუში ჩნდება მონაცრისფრო-თეთრი ლაქები.
  • ამ სიმპტომების რამდენიმედღიანი არსებობის შემდეგ, ჩნდება მოწითალო-მოყავისფრო მტკივნეული გამონაყარი. თავიდან, ძირითადად, ჩნდება ყურების უკანა მხარეს, შემდეგ კი მალევე მოედება სახესა და კისერს. ბოლოს კი, მთელ სხეულს. მიუხედავად სიმპტომების არსებობისა, წითელა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა დადასტურდეს.

მკურნალობა წამლებით

წითელას სამკურნალოდ რაიმე კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. უბრალოდ, ექიმმა შესაძლოა, დანიშნოს ტკივილგამაყუჩებლები, თავისა და კუნთების ტკივილის შესამცირებლად. დანარჩენი სიმპტომები, თავისთავად, 2-3 კვირის შემდეგ გაქრება.

მკურნალობა სახლის პირობებში

სახლის პირობებში მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოთ, თუ მას ექიმის დანიშნულებასთან ერთად, დამატებით, გამოიყენებთ. ქვემოთ მოცემულია სახლის პირობებში მკურნალობის ეფექტური მეთოდები.

ალოე. ალოეს ფოთლის წვენი გამონაყარზე მოისვით, ის შეგიმსუბუქებთ ტკივილს. ეს მეთოდი განსაკუთრებით, ეფექტურია ღამით, რათა ადამიანმა მშვიდად დაიძინოს.

ლიმონის წვენი. ლიმონში შემავალი მჟავების წყალობით, გამონაყარი უფრო მარტივად შუშდება. ლიმონის წვენი ტკივილსაც აცხრობს.

– შვრიის ფაფა. ცხელ წყალში ჩაყარეთ 1 ფინჯანი შვრიის ფაფა. ადამიანმა, ვისაც წითელა აქვს, ეს აბაზანა უნდა მიიღოს და მისი სიმპტომები შემსუბუქდება.

– საჭმელი სოდა. 1 ფინჯანი საჭმელი სოდა ჩაყარეთ ცხელი წყლით სავსე აბაზანაში. ის დაგიამებთ ფხანას.

– ძირტკბილას ფესვების ჩაი. დალიეთ ამ ბალახეულის 1 ფინჯანი და ის ინფექციის სიმპტომებს ეფექტურად შეებრძოლება.

– ვალერიანის ფესვების ჩაი. ჩაის დალევა განსაკუთრებით, სასარგებლოა ძილის წინ.

– მწარე გოგრის წვენი. მასში შემავალი ანტიოქსიდები, სხვა ვიტამინებისა და მინერალების საშუალებით, ის წითელას სწრაფად გავლას უწყობს ხელს. 1 ჩ/კ გოგრის მწარე წვენი, თაფლთან ერთად, დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ.

– ქოქოსის წყალი. მასში შემავალი სასიცოცხლო ნივთიერებები ებრძვის გრიპის სიმპტომებს. გარდა ამისა, წმენდს ორგანიზმს და წყლით ამარაგებს მას.

kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები