კბილების გათეთრების ბუნებრივი და მარტივი ხერხები. სცადეთ რომელიმე მათგანი და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.
მიუხედავად ჩვენი ასაკისა თუ სქესისა, ყველას გვსურს გვქონდეს თეთრი და ნათელი კბილები. ძალიან ბევრი სასარგებლო ბუნებრივი საშუალებაა ჩვენს ირგვლივ, რომლებიც დაგვეხმარება ჯანმრთელი და თეთრი კბილების მიღებაში. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
ვაშლის ძმარი
კბილების გაოხეხვისას დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ვაშლის ძმარი ჯაგრისს ბაქტერიების მოსაშორებლად. ეს პროცედურა გაიმეორეთ თვეში 3-ჯერ. ძმარი თავისი მჟავიანობის გამო მშვენივრად აცილებს კბილებს ბაქტერიებსა და ლაქებს. მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო. ძმარის დიდი ხნით დათოვება კბილებზე არ შეიძლება. აამან შეიძლება დააზიანოს თქვენი კბილები.
კბილის ძაფი
როგორც ვიცით, კბილის ძაფი ღრძილების საუკეთესო მეგობარია. სტომატოლოგიური ძაფი კბილებს აშორებს საკვების ნაწილაკებს, რომლებიც ბაქტერიებს იწვევენ. ბაქტერიები გადაიქცევა ფირფიტებად, რაც კბილებს ვნებს.
საცხობი სოდა
პურის სოდა არამარტო წმენდს ბაქტერიებს თქვენი პირიდან, არამედ ათეთრებს კბილებს.ამისთვის აურიეთ 1 ს/კ ლიმონის ან ცაცხვის წვენი სოდაში. შემდეგ მიღებული მასა მოათავსეთ კბილის ჯაგრისზე და გამოიხეხეთ ჩვეულებრივი მეთოდით. საცხობი სოდა არის ტუტე, რის მეშვეობითაც შეუძლია დაიცვას კბილები. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად ჩამოიბანეთ წყლით.
ფორთოხლის კანი
ამისათვის ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ფორთოხლის ქერქის თეთრი ნაწილი. აღნიშნული რბილობი ნაზად შეიზილეთ კბილებზე და შეამჩნევთ, რომ ისინი ნელ-ნელა უდრო თეთრად გამოიყურება.
ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი მედიცინის პრაქტიკაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც პირის ღრუს ბაქტერიების მოსაცილებელი საშუალება. მას აქვს აგრეთვე კბილის ემალის გათეთრების უნარი.
გააქტიურებული ნახშირბადი
გააქტიურებულ ნახშირბადს ადვილად შეუძლია გაასუფთავოს ყავის, ჩაის და ღვინისგან დალაქავებული კბილები. მოათავსეთ კბილის ჯაგრისზე გააქტივირებულ ნახშირბადი და შემდეგ ნაზად გამოიხეხეთ კბილები. გამოხეხვის დასრულებისთანავე პირში გამოივლეთ სუფთა წყალი.
შენიშვნა: სტომატოლოგების თქმით ამის ყოველდღიური გამოყენება არ შეიძლება.
კურკუმა
სანელებელს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები ღრძილების სამკურნალოდ და მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მას ასევე შეუძლია თქვენი კბილებიდან ამოიყვანოს ლაქები. ხელის მეშვეობით ამოიღეთ კურკუმა და შეიზილეთ კბილებში. გაიჩერეთ 2 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
სცადეთ რომელიმე მათგანი და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.