ლიმონისა და ნივრის ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა სისხლძარღვებისთვის. ეს უნდა იცოდეთ!

Რეცეპტი ძველია და აპრობირებული. სცადეთ – მიიღეთ სარგებელი არა მხოლოდ სისხლძარღვების, არამედ ჯანმრთელობის ზოგადი ხელშეწყობისთვის.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ნივრის ზეთი ხსნის:

თავის ტვინის, სისხლძარღვების სპაზმებს, გულის კრუნჩხვებს, ხსნის სუნთქვის უკმარისობას, სკლეროზის პროფილაქტიკას ახდენს.

ძველი დროიდან, ნიორი ერთ-ერთ საუკეთესო ანტისეპტიკად ითვლება. გარეგნობითა და სუნით ბევრისთვის ამაზრზენი ბოსტნეული მცენარეულ საშინაო აფთიაქში ლამის პირველ ადგილზე დგას.

ნივრით მკურნალობაზე უარი უნდა თქვან მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის არსებობის შემთხვევაში.

ნიორი გავნებთ ბუასილის გამწვავების დროსაც. მისი პრეპარატების მიღება აკრძალულია ეპილეფსიის, ფეხმძიმობის, ჭარბი წონის, სიმსუქნის დროს.

ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც სასარგებლოა მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებისთვის და ამასთანავე ეს ნივთიერება არის ანტიბაქტერიული ძალის მატარებელიც.

ლიმონი ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებაში და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას. ლიმონი ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს და ფოსფორს.

ზეითუნის ზეთი შეიცავს B, D და K ვიტამინებს, შაქარს, პექტინებს, კაროტინს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმჯობესებას (კერძოდ, ეხმარება ორგანიზმს მაძღრისობით გამოწვეული უსიამოვნების შედეგებთან გამკლავებაში და ხელს უშლის წონაში მომატებას).

ამაგრებს ჩონჩხს, ხელს უწყობს ჭრილობების, წყლულების, დაჟეჟილობის განკურნებას. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონესა და მისი ბალთების წარმოქმნას, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

სახლში დამზადებული ნივრის ზეთის ხალხური რეცეპტი:

გახეხეთ 1 საშუალო ზომის ნიორი. გადაიტანეთ მინის კონტეინერში და დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. განათავსეთ იგი მაცივრის ქვედა ნაწილში.

Მეორე დღეს აიღეთ ლიმონი, ოდნავ გაჭერით და 1 ჩ. კ ლიმონის წვენი გამოწურეთ.

ჩაის კოვზიდან ჩაასხით წვენი სუფრის კოვზში და დაამატეთ იქვე ჩაის კოვზი ნივრის ზეთი.

დალიეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ჯანმრთელობის გაუმჯობესების კურსი – 1-დან 3 თვემდე. შეისვენეთ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ ისევ გაიმეორეთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები