საუკეთესო ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ! ეს ნიღაბი ბევრ ქალს გამოადგება

ეს, ალბათ, ყველაზე ეფექტური მეთოდია ინტენსიური თმის ცვენის წინააღმდეგ საბრძოლველად! არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ხახვის წვენი მრავალი პროფესიონალური პროდუქტის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კლინიკურად შემოწმებული და დეტალურად არის შესწავლილი.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ეს უნივერსალური საშუალება ასტიმულირებს თმის ზრდას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოქმედებს როგორც ანტისეპტიკური, უნარჩუნებს სკალპს სისუფთავეს.

ხახვის წვენი თმის ზრდისთვის

აიღეთ ერთი დიდი ხახვი დაჭერით წვრილად ან დააბლენდერეთ. მიღებული მასა მოათავსეთ სუფთა ნაჭერში ან მარლაში და გამოწურეთ წვენი. მიღებული ხახვის წვენი შეიზილეთ თავის კანში. ამის შემდეგ შემოიხვიეთ თავზე ცელოფანი, შემდეგ კი პირსახოცი. თავი გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით ერთი საათით. ვინაიდან ხახვს ძალიან მძაფრი სუნი აქვს, მიზანშეწონილია წვენში რაიმე არომატულის დამატება (მაგალითად, ვარდის წყალი). დროის გასვლის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ  თავი შამპუნით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ, სანამ თმა ნორმალურ მდგომარეობას არ დაუბრუნდება. ეს თმის ცვენის შეჩერების იაფი და ბუნებრივი საშუალება არის რეალური და გამოცდილი! ამ ნიღაბის გამოყენების შემდეგ შენი თმა ახალი ძალითა და სიჯანსაღით გაბრწყინდება!

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია