გაასუფთავეთ ნაწლავები ტოქსიკური ნარჩენებისგან 4 ინგრედიენტიანი ნაზავით! ეს ძალიან მნიშველოვანია!!.

საკვებმა და ხორცმა, რომელიც არ არის სათანადოდ მონელებული, შეიძლება გამოიწვიოს ლორწოს დაგროვება მსხვილ ნაწლავში, რაც ქმნის ტოქსინებს. ისინი შხამიანი და საშიშია ორგანიზმისთვის და იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ენერგიის დაბალი დონე, წონის მომატება, დაღლილობა და თავის ტკივილი.

ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის რეცეპტი, რომელიც უკიდურესად მდიდარია ვიტამინებითა და ბოჭკოვანი საკვები ნივთიერებებით. ის ასევე ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ყველა ტოქსინს.

იგი შეიცავს ვაშლს. ეს ხილი ასევე შედგება უხსნადი ბოჭკოებისგან, რომლიც მკურნალობენ ყაბზობას. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც მიირთმევთ ბევრ ბოჭკოვანს, თქვენ უნდა დალიოთ ბევრი წყალი.

ეს რეცეპტი ასევე შეიცავს სელის თესლს, რომელიც აძლიერებს ნაწლავში საკვები ნივთიერებების შეწოვას.

სელის თესლი ასევე შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ხელს უწყობს გულის ჯანსაღ ფუნქციონირებას, რადგან სელი მდიდარია ომეგა 3-ით.

გარდა ამისა, ჩიას თესლი ძალიან მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ჯანსაღ ფუნქციონირებას. ჩიას თესლი ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების მდიდარი წყაროა, რომლებიც ორგანიზმში შეიწოვება დეტოქსიკაციის პროცესში.

ეს თესლი ასევე იძლევა გაჯერების შეგრძნებას და ხელს უწყობს წონის დაკლების პროცესს. ეს ასევე მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აძლიერებენ გულს.

მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • ერთი ცალი ვაშლი
  • ერთი სუფრის კოვზი სელის თესლი
  • ერთი ჩაის კოვზი ჩიას თესლი
  • ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი (სიტკბოსთვის)
  • ერთი ჭიქა წყალი

როგორ უნდა მოვამზადოთ?

ყველა ინგრედიენტი ჩიას თესლის გარდა მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ კარგად. შემდეგ მიღებული მასა ჩაასხით ჭიქაში და მოაყარეთ ჩიას თესლი. ნარევს ურევენ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეამჩნევთ, რომ ჩიას თესლებმა გაფართოება დაიწყეს.

მიღება:

მიღებული მასა დალიეთ 2-ჯერ დღეში 15-20 დღის განმავლობაში.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია