უნიკალური წამალი, რომელიც სწრაფად ხსნის სახსრებისა და თავის ტკივილს!!.
როგორც იაპონელები ამბობენ, ახალგაზრდობა გრძელდება მანამ, სანამ თქვენი სახსრები ჯანმრთელია!
დამეთანხმებით, ბევრი რამ არის დამოკიდებული სახსრების ჯანმრთელობაზე, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება მოძრაობაა.
ართროზი - სახსრების ანთება - ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. დაავადების სიმპტომებისგან თავის დასაღწევად ინიშნება მედიკამენტოზური თერაპია, მასაჟი, ფიზიოთერაპიული ვარჯიშები.
თუმცა ართროზის მკურნალობას ხალხური საშუალებებით დიდი სარგებელი მოაქვს, განსაკუთრებით დაავადების განვითარების საწყის ეტაპებზე. სახლში მომზადებული საშუალებების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად მოიხსნათ სახსრების ტკივილი, გაათავისუფლოთ დაავადებული სახსრის ანთება და შეშუპება.
აისათვის თქვენ დაგწირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
- მარილი - ერთი სუფრის კოვზი;
- წყალი - ერთი ლიტრი;
- ქაფურის სპირტი - ათი გამი;
- ამიაკი (10%) - ასი მლ.
როგორ უნდა მოამზადოთ?
პატარა კონტეინერში აურიეთ მარილი და წყალი, ცალკე კონტეინერში კი ქაფურის სპირტი და ამიაკი. კარგად აურიეთ ინგედიენტები ცალ-ცალკე. ამის შემდეგ კი შეურიეთ ეს ორი ნარევი შუშის ქილაში - ნახავთ, როგორ წარმოიქმნება თეთრი ფანტელები. ბოლოს დაახურეთ ქილას სახურავი და შეანჯღრიეთ სანამ ფანტელები არ დაიშლება. ამ პროცედურის სემდეგ წამალი მზად არის გამოსაყენებლად!
თავის ტკივილის შემთხვევაში სითხე მოათავსეთ თასში და გააცხელეთ წყლის აბაზანაში, შემდეგ დაასველეთ მასში ნაჭერი და შემოიხვიეთ მთელს თავზე, ზემოდან კი თბილი შარფი დაადეთ. თქვენ უნდა გააკეთოთ ეს პროცედურა ღამით.
თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, ამ ხსნარში დაასველეთ სუფთა ნაჭეი და დაიდეთ მტკივან ადგილზე. ზემოდან შემოახვიეთ ცელოფანი და ბოლოს ზემოდან შემოახვიეთ შარფი. ეს პროცედურა შეიძლება განმეორდეს 2 ან 3-ჯერ დღეში.