თუ თქვენ გაქვთ მაღალი ქოლესტერინის პრობლემა, ვიმედოვნებთ, რომ ეს დაგეხმარებათ.

ნიახური, როგორც ქოლესტერინის ბუნებრივი საშუალება

ნიახურზე დაფუძნებული ბუნებრივი საშუალება დაგეხმარებათ, თუ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი, ასევე კარგია სისხლის გასაწმენდად, სისხლძარღვების გაფართოებისთვის, სტრესის შესამცირებლად, არტერიული წნევის დასარეგულირებლად და განსაკუთრებით იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. შემადგენლობის გამო სასმელი დადებითად იმოქმედებს თირკმლის ქვების პროფილაქტიკასა და დაშლაში.

ქოლესტერინის ამ ბუნებრივი საშუალების მისაღებად საჭიროა:

  • 6 მთლიანი ლიმონი (ქერქით)
  • 4 ნიახური (ფესვების გარეშე)
  • 1 ლიტრი სუფთა ადუღებული წყალი.

როგორ მოვამზადოთ ნიახურის წამალი?

ნიახური გარეცხეთ და მოაცილეთ ფესვი ისე, რომ მხოლოდ ღერო და ფოთლები დარჩეს. ყველაფერი ერთად (ლიმონი და ნიახური) დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, შემდეგ მოვათავსოთ ბლენდერში და კარგად დავაბლენდეროთ. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცსაკეპი მანქანაც.

ამის შემდეგ მიღებული მასა გადაიტანეთ ჭურჭელში, რომელშიც ასევე უნდა ჩაასხათ 1 ლიტრი წინასწარ ადუღებული და გაგრილებული წყალი. ნარევი კარგად აურიეთ და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.

დროის გასვლის შემდეგ მასა კვლავ კარგად აურიეთ და წვრილი საწურით ან ტილოთი გადაწურეთ, რომ მხოლოდ სითხე დარჩეს. მიღებული წვენი ჩაასხით მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში, რომ არ გაფუჭდეს.

ნიახურის წამლის გამოყენება

მიირთვით ერთი პატარა ჭიქა სასმელი ყოველდღე, ყოველი ჭამის წინ, გამოტოვების გარეშე (მინიმუმ სამჯერ დღეში). როდესაც მთელ დოზას გამოიყენებთ, გააკეთეთ ახალი.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ წვენის ყოველდღიური დალევა 8-10 კვირის მანძილზე უნდა განაგრძოთ, რათა მივიღოთ სისხლში ცხიმის შემცირების ადეკვატური შედეგები და ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესების შეგრძნება.

ქოლესტერინის შემცირების ბუნებრივი საშუალება ნივრისა და ლიმონისგან

შემადგენლობა:

  • 30 კბილი გასუფთავებული ნიორი
  • 5 ცალი ლიმონი და
  • 1 ლიტრი წყალი.

მომზადება

ნიორი გავასუფთავოთ, ლიმონი გავრეცხოთ და ქერქთან ერთად დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ყველაფერი ათქვიბეთ ბლენდერში ან გამოატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ნარევი გადაიტანეთ ქვაბში და დაუმატეთ ერთი ლიტრი წყალი. მასა გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ არ ადუღდება. ამის შემდეგ გადაწურეთ შიგთავსი. ცხელი სითხე გადაიტანეთ შესაბამის ბოთლებში. დატოვეთ ბოთლები ღიად, სანამ მათში არსებული სითხე არ გაცივდება. გაცივების შემდეგ დააფარეთ თავსაური და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენება:

თქვენს მიერ მომზადებული მასა უნდა დალიოთ დღეში ერთი ყლუპი, ძირითადი კვების წინ ან მის შემდეგ. კურსი გრძელდება სამი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება 8 დღიანი შესვენება და კიდევ სამკვირიანი კურსი. წამალი მიიღება წელიწადში ერთხელ.

გაუზიარეთ ეს რეცეპტები მეგობრებს, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია