მოიშორეთ ფეხის სოკო ძმრისა და კვერცხის გამოყენებით... ის ბევრს გამოადგა უკვე..

სოკოს და­ა­ვა­დე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იჩენს თავს, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი ზა­ფხულ­ში ხდე­ბა. ონი­ქო­მი­კო­ზით ანუ ფრჩხი­ლის სო­კო­თი ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი მა­ღა­ლია სა­ცუ­რაო აუ­ზებ­ზე, სპორტდარ­ბა­ზებ­ში, პლაჟ­ზე, სა­უ­ნა­ში, აბა­ნო­სა და ზო­გა­დად, იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რაა და შიშველი ფეხით გიწევთ სიარული.

ამ და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­მომ­წვე­ვი სო­კოს სა­ხე­ო­ბა­ზე. იგი ძი­რი­თა­დად გა­ს­ქე­ლე­ბუ­ლი, გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი და გა­ფხვი­ე­რე­ბუ­ლი ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა ნორ­მა­ლუ­რი სის­ქის, ან გა­თხე­ლე­ბუ­ლი და დაშ­ლი­ლი ფირ­ფი­ტაც იყოს, ყვი­თე­ლი, შავი ან თეთ­რი ფე­რით.

სახლის პირობებში შეგვიძლია ნატურალური ხერხით ვუმკურნალოთ ფრჩხილებს:

აიღეთ 250 გრამიანი ქილა, ჩადეთ მასში უმი კვერცხი და ჩაასხით იმ რაოდენობის 70%-იანი ძმარი, რამდენიც დასჭირდება მის სრულად დაფარვას. ქილა შედგით მაცივარში. ერთი კვირის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭი სრულად გაიხსნება ძმარში და დარჩება მხოლოდ თხელი საფარი.

ამოიღეთ იგი ქილიდან და გასრისეთ ჩანგლის საშუალებით, შემდეგ კი დაუმატეთ 70-90 გრამი შერბილებული კარაქი. მთელი მასა აურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთსახოვან კონსისტენციას. ფენებად წაისვით დაავადებულ ფრჩხილზე, ზევიდან დაადეთ კომპრესორული ქაღალდი, შემედ კი დააფიქსირეთ იგი ბინტით. არ შეიძლება კომპრესორული ქაღალდის ნაცვლად ცელოფნის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ მძიმე დამწვრობას. ეს პროცედურა შეასრულეთ ღამით, ძილის წინ. დილით მოიხსენით სახვევი (არტახი).

დარბილებული ფრჩხილის ზედაპირი მოხსენით სპეციალური ქლიბით, შეიზილეთ იოდი, ზევიდან კი წაისვით ფრჩხილების ლაქი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. ფრჩხილი ზრდის მიხედვით მოიჭერით, გარვეული დროის განმავლობაში დაავადებული ფრჩხილი სრულად მოიჭრება და მის ნაცვლად უკვე ჯანმრთელი გაიზრდება.

ინფორმაცია მოწოდებულია საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან ტრადიციული მედიცინის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია