ეს არის საშუალება, რომელიც ხსნის ფილტვებში ფლეგმას.. ის რაც ყველამ უნდა იცოდეს!.
ალბათ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ შეჰქმნია მკერდის სველი ხველის პრობლემა. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს (მოწევიდან დაწყებული- ბრონქიტამდე დამთავრებული), მაგრამ მკურნალობა იგივეა – აუცილებელია ბუნებრივად თხევადი და სასუნთქი გზებიდან ლორწოს მოცილება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ამ დაავადების რამდენიმე ბუნებრივ ეფექტურ რეცეპტს.
ბავშვებისთვის ხახვისა და კარტოფილის ბაზაზე მომზადებული ამოსახველებელი საშუალება
წინასწარ მოიმარაგეთ შემდეგი ინგრედიენტები: ერთი ცალი საშუალო ზომის ვაშლი, ერთი ლიტრი გაფილტრული წყალი, ერთი საშუალო ზომის კარტოფილი და ერთი ცალი თავი ხახვი. დაჭერით წვრილად ხახვი, ვაშლი და კარტოფილი. განათავსეთ ყველა აღნიშნული ინგრედიენტი ქვაბში და დადგით გაზქურაზე დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ ქვაბი იქამდე, სანამ მასა არ განახევრდება. მიეცით ეს ბულიონი ბავშვს დღეში სამჯერ, ერთი ჩაის კოვზი ჭამის წინ.
ბანანის ბულიონი
ბანანის ბულიონის მოსამზადებლად მოიმარაგეთ შემდეგი ინგრედიენტები: მწიფე ბანანი – ორი ცალი, გრანულირებული შაქარი – ორმოცდაათი გრამი, გაფილტრული წყალი – ერთი ჭიქა. აუცილებელია აადუღოთ წყალი, დაუმატოთ მას შაქარი, შემდეგ გადმოდგათ ქვაბი გაზქურიდან და მზა შაქრის სიროფს დაუმატოთ ბანანი, რომელიც წინასწარ უნდა გქონდეთ გახეხილი წვრილ სახეხზე. კარგად აურიეთ ყველაფერი და გამოიყენეთ ჩაის დროს.
ამოსახველებელი ხახვის ნაყენი
ამ ხალხური საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები: 50 გრამი სუფთა თხევადი თაფლი, 0,5 კგ თავი ხახვი,1 მლ/ლ გაფილტრული წყალი, 0,5 კგ გრანულირებული შაქარი. გააცალეთ ხახვს კანი და ძალიან წვრილად დაჭერით, შემდეგ ქვაბში ჩაასხით გაფილტრული წყალი და დაამატეთ შაქარი და ხახვი. ნარევი ნელ ცეცხლზე გააჩერეთ დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში, შემდეგ ოდნავ გააგრილეთ, გაზქურის გვერდით გადადეთ და დაამატეთ თაფლი. ჩაასხით ბულიონი კონტეინერში, რომელსაც აქვს მჭიდრო სახურავი (ბოთლი ან ქილა). მიიღეთ ეს ნარევი ჭამის შემდეგ დღეში ხუთიდ ან ექვსი სუფრის კოვზი.
ნებისმიერი წამლის, მედიკამენტის ან მკურნალობის მეთოდის გამოყენებამდე, ყოველთვის კონსულტაციები გაიარეთ თქვენს ექიმთან!