ეს არის დამამშვიდებელი ნაყენის რეცეპტი! ნევროზის დასამარცხებლად გამოიყენეთ..

დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემი მუდამ გაღიზიანებული და განერვიულებული იყო. ერთხანს ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მერე და მერე შევამჩნიე, რომ უმიზეზოდ ბრაზობდა, ყვიროდა და ნერვებს ვერ თოკავდა.

მამაჩემს სენილური (მოხუცებულთა) ნევროზის ანუ ნევრასთენიის დიაგნოზი დაუსვეს. მამისთვის ამის თქმა მერიდებოდა, მეშინოდა კიდეც, ვაითუ სხვანაირად ჩამომართვას-მეთქი, მაგრამ მკურნალობა ხომ სჭირდებოდა?!

ამიტომ ხერხი ვიხმარე: მოვძებნე დამამშვიდებელი ნაყენის რამდენიმე რეცეპტი.

დავიწყე მათი მიღება და მამაჩემსაც ვურჩიე — შენს ასაკში, თანაც გაზაფხულის პირზე, გამოფიტული ორგანიზმის მომაგრება აუცილებელია-მეთქი.

დამიჯერა და „მოსამაგრებელი“ ნაყენების სმა დაიწყო. მართალია, დიდი სიამოვნებით არა, მაგრამ ხან ხუმრობით, ხან დაყოლიებით მაინც ვასმევდი.

ამ ნაყენებს ვიღებდით თვეში ორი კვირა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. ნახევარი წლის შემდეგ მამაჩემს აშკარა უკეთესობა დაეტყო , დამშვიდდა, გაცილებით თავშეკავებული გახდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდული
ენერგიაც კი დაუბრუნდა.

იშვიათად მაინც კარგავს წონასწორობას, მაგრამ ეს უკვე ხასიათის თავისებურებაა, რომელსაც ამ ასაკში აღარაფერი ეშველება. მე ხომ, ვიდრე მამას
ვმკურნალობდი, ამ ნაყენების წყალობით სიმშვიდის განსახიერებად ვიქეცი.

ნაყენის მომზადება ადვილია და მგონია, მისი მიღება მრავალ ჩვენგანს ძალიან სჭირდება.

აიღეთ კარგად დაფქული 2 ჩაის კოვზი პიტნის ფოთოლი, 2 ჩაის კოვზი წყლის სამყურას ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი კატაბალახას ფესვი, 1 ჩაის კოვზი სვიის გირჩა. ერთმანეთში აურიეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და დააყენეთ 30 წუთით, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-ჯერ დილით და ძილის წინ.

აიღეთ თითო ჩაის კოვზი კარგად დაქუცმაცებული კრაზანას ყვავილი, პიტნის,
ჭინჭრის, სალბის, შავბალახას ფოთლები, კატაბალახას ფესვი, ასკილის ნაყოფი. ნარევს დაასხით 7 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ.

შავბალახასა და კატაბალახას ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ მათი ნაყენები (30-30 წვეთი), აგრეთვე დასაშვებია ასკილის სიროფის (1 ჩაის კოვზი) გამოყენება. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, თვეში 10 დღის განმავლობაში. შესვენება აუცილებელია.

კარგად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ: 30 გ კუნელის ნაყოფი და ამდენივე
ყვავილი, 30 გ კრაზანა, 30 გ ფარსმანდუკი და 20 გ კატაბალახას ფესვი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 5-6 საათს და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნარევების მუდმივად მიღება არ შეიძლება ზედოზირება ნერვული სისტემისთვის მავნეა.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია