წნევის ნორმალიზებისთვის ეს ნაყენი გამოიყენეთ..მე ამის წყალობით წნევა მუდამ ნორმაში მაქვს..

დრომ აჩვენა, რომ ნატურალური საშუალებებით მკურნალობა ეფექტური და იაფია. კოჭას, ლიმონისა და ნივრის ნარევიც არ ჩამოუვარდება ზემოთქმულს – ეს რეცეპტი თავდაპირველად გერმანიაში დაამზადეს, რომელიც შედგება სამი ძლიერი ინგრედიენტისგან: ლიმონი, ნიორი და კოჭა. თითოეული მათგანი ძალზე სასარგებლოა მაგრამ როდესაც ისინი გაერთიანდება ერთ წამლად, მათ შეუძლიათ სასწაულები მოახდინონ.

ნიორი ცნობილია როგორც ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანტივირუსული თვისებებით. ნივრის შემადგენლობაში შედის მიკროელემენტების ფართო სპექტრი: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, თუთია, ფოსფორი, სპილენძი, რომლებიც დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე. გარდა ამისა, ნიორი მდიდარია C, B6 ვიტამინებით, მანგანუმით და ბოჭკოებით.

კოჭას ფესვი კარგად არის ცნობილი, როგორც ანტიოქსიდანტების შესანიშნავი ბუნებრივი წყარო. ასევე, ის ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელების პრობლემებით დაავადებულთათვის.

ლიმონი არის ვიტამინი C-ს წყარო. აქვს ტუტე თვისებები, რომელიც არეგულირებს მჟავიანობის დონეს სხეულში. გარდა ამისა, ციტრუსებს აქვს სასარგებლო გავლენა სხეულის ზოგად მდგომარეობაზე, ზრდის იმუნურ რეაქციებს და აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს.

ნიორის, ლიმონისა და კოჭას ნაყენი წყალთან ერთად მოხარშული – შესანიშნავი და ეფექტური საშუალება იქნება არტერიების და წნევის დასარეგულირებლად.

ეს ნაყენი დაგეხმარებათ წნევის დარეგულირებაში:

ამისათვის საჭირო ინგრედიენტებია:

  • 4 ცალი ლიმონი კანიანად;
  • 4 თავი ნიორი;
  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი კოჭა და
  • 2 ლ ნატურალური წყალი.

მომზადება:

გარეცხეთ ლიმონი და კოჭა. გაატარეთ ლიმონი კანიანად და მოათავსეთ ბლენდერში. შემდეგ დაუმატეთ ნიორი და კოჭა. სამივე ერთად დააბლენდერეთ. ჩაასხით ნარევი ქვაბში, დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, ამ დროის განმავლობაში მუდმივად ურიეთ. გააგრილეთ, შემდეგ კი გაწურეთ სითხე. ელექსირი ჩაასხით მინის ქილებში და შეინახეთ მაცივარში. დალიეთ 1 ჭიქა უზმოზე დილის კვებამდე 2 საათით ადრე. დალიეთ სამი კვირის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი სასმელში გემოვნებით!

ერთი კვირა შეისვენეთ და შემდეგ თავიდან დაიწყეთ. ეს ნაყენი ხელს შეუწყობს არტერიების გაწმენდას უმოკლეს დროში, არეგულირებს წნევას, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მთლიან მდგომარეობას.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია