თუ რევმატული ართრიტი ან ოსტეოართრიტი გაწუხეს მაშინ ეს რეცეპტი უნდა სცადო! ძალიან ეფექტურია..

ართროზი – სახსრის და სახსრის გარშემო ქსოვილების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სახსრის ხრტილის პროგრესული დაზიანება, რის შედეგადაც ის მახინჯი ძვლოვანი წანაზარდით იცვლება.

დაავადება აზიანებს უმეტესად საშუალო ასაკის და ხნიერ ადამიანებს. ახასიათებს დიდი ხანგრძლივობა და ხშირი გამწვავებები. მან შეიძლება ერთი ან რამდენიმე სახსარი დააზიანოს. მის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებს ხრტილის კვების გადატვირთვა ან დარღვევა. რის შედეგადაც კვდება ხრტილის უჯრედთა ნაწილი, კარგავს ელასტიურობას, მუქდება და სკდება კანი.

ავადმყოფები საწყის სტადიაზე უჩივიან სახსრის ტკაცუნს და არც ისე მკვეთრად გამოხატულ ტკივილს ფიზიკური დატვირთვის დროს. ავადმყოფები მგრძნობიარენი ხდებიან ამინდის ცვლილებისადმი და ატმოსფერული წნევის ცვლილებისადმი.

ყველაზე ხშირად ართროზი აზიანებს ფეხის სახსრებს (მენჯ-ბარძაყს და მუხლებს), ასევე მხრებს. მოგვიანებით სტადიაზე შეიმჩნევა სახსრის ორგანული მოძრაობა და მკვეთრი ტკივილი სახსრების მკვეთრი მოძრაობისას.

მუხლის სახსრის ართროზი ხშირად ორმხრივი დაზიანება. ტკივილი ჩნდება მუხლის მოხრისას, განსაკუთრებით ძნელია კიბეზე ჩასვლა. ავადმყოფები ამ დროს გვერდულად ბრუნდებიან.

დაავადება ხშირად დაკავშირებულია გადატანილ ტრავმასთან ან მეტისმეტ გადატვირთვასთან. ყველა ფორმის ართრიტის დროს აუცილებელია დაიცვათ გარკვეული დიეტა.

გარკვეულ სარგებელს მოგიტანთ ალუბალი, მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ცირცელი, ქაცვი. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს სტაფილო, მწვანე სალათი, კვერცხი, ყველი, ბურღულეული, ქატოს პური. არ დაგავიწყდეთ თხილეული, ისინი ძალიან კალორიულია. მიირთვით დღეში რამოდენიმე ცალი, მაგრამ რეგულარულად. ძალიან სასარგებლოა ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ გოგირდს და მის ნაერთებს (ხახვი, ნიორი, ბრიუსელის და თეთრთავიანი კომბოსტო). სასურველია რაციონიდან გამორიცხოთ ძაღლყურძენა. დაავადება ხშირად უჩნდებათ ადამიანებს, რომლებიც ალკალოიდების შემცვლელ პროდუქტს ღებულობენ, მაგ: კარტოფილს, ტომატს, ბადრიჯანს, წიწაკას, თამბაქოს მოწევისას. ალკალოიდები აფერხებენ სახსრის ხრტილის ბუნებრივ განითარებას და ხელს უწყობენ მის ანთებისეულ დეგენერაციას.

იმისთვის, რომ შეამციროთ ართროზით გამოწვეული ტკივილი, გთავაზობთ ერთ ხალხურ რეცეპტს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 150 მლ სკიპიდარი,
  • 150 მლ ზეითუნის ზეთი,
  • 150 მლ 70%-იანი სპირტი,
  • 3 გრ. ქაფური.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ?

ზემოთ მოცემული ნივთიერებები კარგად შეურიეთ. შეიძილეთ ართრიტული ტკივილების და რევმატიზმის დროს. გაიმეორეთ ეს პროცედურა, სანამ ტკივილი მთლიანად არ გაქრება.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია