ნივრისა და ლიმონისგან დამზადებული სამკურნალო სასმელი დაგეხმარებათ არტერიების გასაწმენდად! ძალიან ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა..
იმისთვის, რომ გულის შეტევა თავიდან ავიცილოთ ან ცოტახნით გადავავადოთ მაინც უნდა გამოვიყენოთ ხვადდასხვა საშუალებები. დღეს მინდა გაგაცნოთ ერთი ბუნებრივი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ არტერიების გაწმენდაში.
ჯანმრთელობისა და არტერიების სისუფთავის შენარჩუნების დიდი ნაწილი დამოკიდებულია თქვენი დღის რაციონზე. რომ დავფიქრდეთ სრული ჭეშმარიტებაა ერთ-ერთი ხალხური გამოთქმა "შენ ის ხარ რასაც ჭამ".
გაასუფთავეთ არტერიები და თავიდან აიცილეთ გულის შეტევა ხალხური საშუალებით
თუ ბევრ დამუშავებულ საკვებს მიირთმევთ გაჯერებული ცხიმებით, ქიმიკატებითა და ტოქსინებით, ის დროთა განმავლობაში ილექება და ბოლოს დაბლოკავს თქვენს არტერიებს - შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გულის პრობლემები და სხვა უსიამოვნო რამ. ასევე, ასეთ შემთხვევაში თქვენ დგახართ გულის შეტევის ან ინსულტის მაღალი რისკის ქვეშ.
მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ საშუალებების მიღებას გულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, აქ არის 3 ინგრედიენტი, რომელიც დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით. გაისუფთავოთ არტერიები.
ამისათვის საჭირო ინგრედიენტებია:
- 30 კბილი ნივრის კბილი
- ექვსი ცალი ლიმონი, გახეხილი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად
- ერთი ლიტრი სუფთა წყალი
მომზადების მეთოდი ასეთია:
ჯერ კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით (ან გახეხეთ) ლიმონი. დაუმატეთ გასუფთავებული და დაჭყლეტილი ნიორი და მოათავსეთ ბლენდერში. აურიეთ ნარევი სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას.
დაბლენდერებული ნარევი მოათავსეთ კონტეინერში და დაამატეთ ერთი ლიტრი ნატურალური წყალი; შემდეგ ადუღეთ სითხე. როცა ადუღებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ამის შემდეგ სითხე გადაწურეთ ბოთლებში. შეინახეთ სასმელი მუქი შუშის ბოთლში და შედგით მაცივარში.
Როგორ გამოვიყენოთ ის:
1. დალიეთ 50 მლ სასმელი ყოველდღიურად სამი კვირის განმავლობაში
2. შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირის მანძილზე
ამ პროცედურის გამეორება დასაშვებია ყოველ ექვს თვეში ერთხელ.