თანამედროვე მომხმარებელი მისთვის სასურველ სერვისსა თუ პროდუქტს, პირველ რიგში, ონლაინ ეძებს. განურჩევლად იმისა, რამდენად მაღალ დონეს სთავაზობთ, შეიძლება კონკურენტები ყოველთვის უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ და ამის მიზეზი მათი ხილვადობაა საძიებო სისტემებში. სწორედ ამიტომ, საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია არის ის, რაც თქვენს ბიზნესს თანამედროვე მომხმარებლისთვის შესამჩნევსა და სანდოს გახდის. 

SEO სააგენტო 10xSEO-ის მთავარი მიზანი მხოლოდ კონკრეტული შედეგის მოტანა – ტრაფიკის გაზრდა ან პოზიციების გაუმჯობესება არ არის. ჩვენ ბევრად მეტი გვსურს – ორიენტირებული ვართ, რომ კლიენტისთვის სააგენტოსთან თანამშრომლობა კომფორტული და სასიამოვნო იყოს. სწორედ ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მიდგომითა და წარმატებული პროექტებით ლიდერის პოზიციას კიდევ დიდხანს დავიკავებთ. 

სააგენტო თავისი შეთავაზებებით, გამართული სისტემითა და პროფესიონალთა გუნდით სხვადასხვა პროექტს დიდი წარმატებით ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ისეთ პროექტებთან ვმუშაობთ, რომელთა სერვისიც ჩვენთვისაც მისაღებია – ისეთებთან, რომლებიც საზოგადოებისთვის ღირებულებას ქმნიან. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ კომპანიას მომსახურებაზე უარიც ვუთხარით და ცუდი რეაქციაც მივიღეთ, მაგრამ ამის არასდროს არ შეგვშინებია. მთავარი ისაა, რომ უამრავი წარმატებული ქეისი გვაქვს, რითაც ცხადია, თუ რა შეუძლია სწორად ჩამოყალიბებულ SEO სტრატეგიას.

უფრო კონკრეტულად, რამდენიმე მაგალითის შესახებ აქვე ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, კომპანიების სახელებს, კონფიდენციალურობის გამო, ვერ დავასახელებთ. 

უცხოური ბაზარი: E-commerce, AI და სამაგალითო შედეგები

აღსანიშავია, რომ უკვე მე-11 თვეა, რაც ამერიკულ ბაზარზე არსებულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ისინი სმენის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ტექნოლოგიურ გამოსავალს ქმნიან. ეს სტარტაპი კონკურენციას უწევს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Sony და სხვა მსხვილი მოთამაშეები. 

მიუხედავად ამისა, სწორი სტრატეგიით, 11 თვეში ისეთ შედეგს მივაღწიეთ, რომლითაც ნამდვილად ვამაყობთ:

  • ბოლო 6 თვეში ტრაფიკი გავაორმაგეთ;
  • სამჯერ გაიზარდა ე.წ. „იმფრეშენების“ მოცულობა;
  • საშუალო პოზიცია 35-დან 26-ზე ჩამოვიყვანეთ;
  • გაყიდვები რეალურად გაიზარდა სწორედ ჩვენი მოტანილი ორგანული ტრაფიკით.

ვიცოდით AI-ის ჰაიპის მნიშვნელობა და შესაბამისი საკვანძო სიტყვები ავარჩიეთ. მაგალითად, „best AI + პროდუქტის კატეგორია“. ამ მიდგომამ ძალიან გაამართლა, რადგან დროთა განმავლობაში, AI-სთან დაკავშირებულ ქივორდებს ძიება მოემატა და კარგი შედეგიც დადგა. 

გარდა ამისა, უკვე მეხუთე თვეა, რაც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე არსებულ პროექტზე ვმუშაობთ. აღსანიშნავია, რომ სამი თვის ჭრილში კლიკებში სამმაგი ზრდა ფიქსირდება. თუ კომპანია ადრე 3600 კლიკს იღებდა, ახლა 9400 კლიკს იღებს. 

კიდევ ერთ E-commerce პროექტში, რომელიც ასევე დიდ ბრიტანეთში პოზიციონირებს, ორგანული ტრაფიკი თითქმის სამჯერ გაიზარდა. ასეთ კონკურენტულ ბაზარზე კი ეს ძალიან იშვიათი შედეგია.

ქართული ბაზარი: ნულიდან ათასობით ვიზიტორამდე

ქართული ბაზარზე რამდენიმე ძალიან ძლიერი ქეისი გვაქვს. ერთ-ერთი იყო სრულიად ახალი, JavaScript-ზე დაწერილი ვებსაიტი – ამ პლატფორმაზე SEO ბევრად რთულია. მიუხედავად ამისა, ოთხ თვეში, ვებგვერდი თვეში 4000+ ვიზიტორამდე ავიდა. ეს ისეთი შედეგია, რომლის მისაღწევად ახალ საიტს ზოგჯერ ერთი წელი, ან მეტიც სჭირდება. 

ერთ-ერთ პროექტში ბრენდის პოზიციონირება მთლიანად SEO-თი შევქმენით. დღეს, როდესაც „გუგლში“ ეძებენ ფრაზსა – „საუკეთესო X“, ჩვენი კლიენტის გვერდი მოწინავე პოზიციაზეა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როდესაც მომხმარებლები ChatGPT-ს  ეკითხებიან, თუ „რომელი სერვისი ჯობია?“, ეს სტრატეგია ძალიან ღირებულია. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ GMB (Google My Business) ოპტიმიზაციით ერთ ადგილობრივ სერვისზე ზარები 40%-ით გავზარდეთ და მხოლოდ მეორე თვეში, დამატებით 1500 ზარი მივიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს არა ვიზიტორები, არამედ რეალური კლიენტები არიან.

საინტერესოა სამშენებლო სფეროს საკითხიც – 6 თვეში რამდენიმე პროექტში ტრაფიკი გავაორმაგეთ. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ბიზნესებისთვის SEO ნომერ პირველი გაყიდვის წყაროა, რადგან Facebook-ზე, თუნდაც რეკლამის საშუალებით, მსგავსი სერვისის გაყიდვა რთულია.

ვამაყობთ კიდევ ერთი პროექტით, სადაც ყველა ძირითადი საკვანძო სიტყვა პირველ პოზიციაზე ავიყვანეთ, ხოლო CTR – 40-60%-ზე. CTR-ის ასეთი მაჩვენებელი ნამდვილად წარმატებული მუშაობის შედეგია. 

როგორ ვაღწევთ ასეთ შედეგს?

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წარმატების მიზეზი ძალიან მარტივია. 

კარგად ვიცით, რა შეუძლია სწორად ჩატარებულ SEO ოპტიმიზაციას. ასევე, ვიცით, რომ 1%-იანმა გაუმჯობესებამაც კი, რეალობაში შეიძლება ექვსნიშნა მოგება მოგიტანოთ.

10xSEO-სთან თანამშრომლობით პარტნიორები კმაყოფილები არიან, რადგან სასურველ შედეგზე გადიან. მნიშვნელოვანია მოტივაციის საკითხიც – მოხარული ვართ, რომ ჩვენი შრომა რეალურ, ხელშესახებ ფინანსურ ცვლილებებს ქმნის. ვგრძნობთ, რომ ჩვენი წარმატება კონკრეტული ბიზნესის წარმატებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს შეთავაზებაში  შედის უფასო SEO აუდიტიც, რაც თქვენი ვებგვერდის ზუსტ საჭიროებებსა და პოტენციალს განსაზღვრავს. 

თუ გსურთ, რომ თქვენი პროექტის SEO სტრატეგიაზე პროფესიონალთა გუნდმა იმუშაოს, დაგვიკავშირდით და ისარგებლეთ ხარისხიანი სერვისით. 

 

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია