კენჭები თირკმელებში– დაავადება, რომელიც ძალიან ბევრს აწუხებს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, რომ ის თავიდან ავიცილოთ და რა იწვევს მას?
1. კალციუმით მდიდარ საკვებზე უარის თქმა
კალციუმი აუცილებელია ძვლების და კბილებისთვის. მისი ნაკლებობა კი, ოსტეოპოროზს იწვევს.
რაციონში მარილის ჭარბი რაოდენობა
რა თქმა უნდა მარილი ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. თუ დღეში მარილის 6 გრამზე მეტ რაოდენობას იღებთ, ეს შეიძლება მაღალი არტერიული წნევის გამომწვევი მიზეზი გახდეს, რომელიც თირკმელებზეც აისახება.
რაციონში ციტრუსების არასაკმარისი რაოდენობა
ყველა ციტრუსი შეიცავს მნიშვნელოვან ნივთიერებას ციტრატს, რომელიც გამოიყენება ამ უსიამოვნო დაავადების მკურნალობის დროს.
შავი ჩაი
თუ დღეში 1–2 ჭიქა ჩაის სვამთ, ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, მაგრამ ასეთი ჩაის რეგულარული მიღება შეიძლება კენჭების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ასე, რომ ზოგჯერ შეგიძლიათ შავი ჩაი ბალახის ჩაით, მორსით, ან წყალთან შერეული წვენებით ჩაანაცვლოთ.
გაზიანი სასმელები
იაპონელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს: ადამიანების 1 ჯგუფი დღეში 1 ლ ტკბილ გაზიან სასმელს სვამდა, მეორე დიეტურ გაზიან სასმელს, ხოლო მესამე წყალს. ის, ვინც გაზიან სასმელს იღებდა (დიეტურსაც კი) რისკის ჯგუფში აღმოჩნდა. მათ შარდის ანალიზში ცილა აღმოაჩინეს. (ეს თირკმელების დაზიანების ერთ–ერთი სიმპტომია)
ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები
ბევრი ასეთი პრეპარატი თირკმელების მუშაობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
წყლის არასაკმარისი რაოდენობა
თირკმელების სრულყოფილი მუშაობისთვის, წყლის საკმარისი რაოდენობა უნდა მიიღოთ– წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლში ტოქსინები გროვდება. გვირჩევენ დღეში 12 ჭიქა წყალი დავლიოთ. რით უფრო მუქია შარდის ფერი, მით უფრო მეტი სითხე უნდა მიიღოთ.