ამ ვიტამინის ნაკლებობა თავის ტკივილს და ანემიას იწვევს. სასარგებლო ინფორმაციაა
პროდუქტის კვების ღირებულება განისაზღვრება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მიკრო და მაკროელემენტების, მინერალებისა და ვიტამინების შემცველობით. სწორედ ვიტამინების შემცველობით ფასდება პროდუქტის სარგებელი. პარადოქსულია, რომ ვიტამინებით მდიდარი საკვების არჩევისას ბევრ ადამიანს არ აქვს წარმოდგენა ადამიანის ორგანიზმში ვიტამინების როლის შესახებ, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს თუ რა ვიტამინები გვჭირდება.
როგორც ვიცით რიბოფლავინი, ანუ ვიტამინი В2 ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია ტვინის და ნერვების სათანადო ფუნქციონირებისთვის და კანის, თვალების, თმის და ღვიძლის ჯანმრთელობისთვის.
სასარგებლო თვისებები
თუ თავს კარგად გრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად იკვებებით, იღებთ რიბოფლავინს და სხვა საჭირო ნივთიერებებს. ამ ვიტამინს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.
შაკიკი
ზრდასრულები და ბავშვები, რომლებიც რიბოფლავინის საკმარის რაოდენობას არ იღებენ, თავის ხშირი ტკივილებისგან იტანჯებიან.
კატარაქტა
ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით, რიბოფლავინი და ნიაცინი კატარაქტის გაჩენის რისკს ამცირებენ. თუმცა ამის დასამტკიცებლად კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.
რკინა
რკინის დეფიციტი ხშირად ანემიას იწვევს. ხოლო რიბოფლავინი ორგანიზმს ეხმარება რკინა და თუთია შეითვისოს.
ერითროციტები
რიბოფლავინი ეხმარება ორგანიზმს ამ უჯრედების წარმოებაში. ეს ვიტამინი ასევე კუნთების ფუნქციებს აუმჯობესებს და ის ასევე სპაზმების კარგი პრევენციაა.
საკვები
რიბოფლავინით მდიდარია ნუში, ლუდის საფუარი, ბროკოლი, ისპანახი, კვერცხი, რძე, იოგურტი. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ როდესაც ამ ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს ხარშავთ ამ ნივთიერების დაახლოებით 50% იკარგება.
რიბოფლავინის ნაკლებობის სიმპტომები
დაღლილობა
თვალები სწრაფად გეღლებათ
ყელის შეშუპება და ტკივილი
გასიებული ენა (მუქი წითელი ფერის)
დამსკდარი კანი ტუჩებთან
პრობლემები საჭმლის მომნელებელ სისტემასთან
სიმაღლეში ზრდის შენელება ბავშვებში
სინათლისადმი უჩვეულო მგრძნობელობა
ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი, ფეხმძიმობის დროს.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.