როგორ გავიწმინდოთ ფორები სწრაფად? ეს აქამდე უნდა მცოდნოდა

რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი ნიღაბი თუ სკრაბი, რომელიც ამკვრივებს კანს და ამცირებს მსხვილი ფორების წარმოქმნას, მაგრამ ასევე არსებობს შესაძლებლობა მოამზადოთ საკუთარი ბუნებრივი საშუალებები სახლში ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ამის გაკეთება სხვადასხვა ინგრედიენტებითაა შესაძლებელი. თქვენ უნდა სცადოთ:

წყალი და სოდა

შეურიეთ ერთმანეთს 2 სუფრის კოვზი სოდა და ცოტაოდენი წყალი, კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ მიღებული პასტა წაისვით თქვენს სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ნიღაბის გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

კიტრი, ლიმონი და ვარდის წყალი

გათალეთ კიტრი და დარჩენილი შუგთავსი კარგად დააქუცმაცეთ. შემდეგ დაამატეთ ჩაის კოვზი ვარდის წყალი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. განათავსეთ ნარევი სუფთა ქსოვილში, გადაკეცეთ და შემდეგ დაიდეთ სახეზე. და ბოლოს ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით.

კვერცხის თეთრი და ლიმონის წვენი

მოამზადეთ სახის ნიღაბი რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენით და ორი კვერცხის ცილით. წაისვით ნიღაბი თქვენს სახეზე და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ კანის ფორების შემცირებაში, გარდა ამისა იგი დაგეხმარებათ კანის მკვდარი უჯრედებისა და ცხიმის მოცილებაში.

პომიდვრის და ცაცხვის წვენი

პომიდვრის წვენს დაამატეთ 2-4 წვეთი ცაცხვის წვენი. წაისვით თხევადი მასა სახეზე ბამბის დისკით და გაიჩერეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.

ნუში და ცაცხვის წვენი

ჩააგდეთ რამდენიმე ნუში პატარა ჯამში ჩასხმულ წყალში და გააჩერეთ ერთი ღამით. დილით ნუში ამოიღეთ წყლიდან, გახეხეთ და გააკეთეთ პასტა. შემდეგ მიღებულ ნარევს დაამატეთ  ერთი ჩაის კოვზი ცაცხვის წვენი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით მთელ სახეზე და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით.

ლიმონისა და ანანასის წვენი

ნახევარი ლიმონის წვენი შეურიეთ ნახევარ ჭიქა ანანასის წვენს. შემდეგ  დაასველეთ სუფთა ნაჭერი მიღებულ სითხეში და დაიდეთ სახეზე 5 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით.

Facebook კომენტარები