როგორ ვებრძოლოთ სიმსუქნეს?

ზედმეტი ცხიმის არსებობა ადამიანის სხეულზე არა მარტო ადამიანის გარეგნობას ცვლის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. მსუქანი ადამიანის გული, ნორმალური აღნაგობის ადამიანის გულთან შედარებით, უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს. ზედმეტი ცხიმი აწვება შინაგან ორგანოებს, ხელს უშლის სუნთქვას, აფერხებს მოძრაობას და აძნელებს სიარულს.

კვლევების თანახმად მსუქანი ადამიანი გამხდართან შედარებით დაახლოებით 10 წლით ნაკლებს ცოცხლობს. 

ისეც ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ ადამიანი ცოტას ჭამს, მაგრამ მაინც იმატებს წონაში. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ასეთ შემთხვევაშ აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წონაში დავიკლოთ?

  1. ამისთვის სხეულმა უფრო მეტი ენერგიის გამოყენება უნდა შეძლოს, ვიდრე შთანთქავს. 
  2. უნდა ვეცადოთ წონის თანდათანობით დაკლებას. თუ რომელიმე დიეტა გთავაზობთ წონის სწრაფ კლებას მინიმალურ დროში, იცოდეთ რომ ეს არ გამოგადგებათ, რადგან როდესაც ხდება წონის სწრაფი კლება, ორგანიზმი ვარდება შოკურ მდგომარეობაში, რის შედეგადაც ხდება წონის მატება.
  3. შეზღუდეთ თქვენი დღის რაციონში ცომეულისა და ტკბილი საკვების მიღება.
  4. მოერიდეთ გვიან ჭამას. ღამე ჭამის დროს, კუჭი ვერ ახერხებს საჭმლის გადამუშავებას, ეს კი იქვევს სიმსუქნეს.
  5. ყოველი ჭამის შემდეგ მაგიდიდან ისე ადექით, რომ შიმშილის შეგრძნება ისევ გაწუხებდეთ.
  6. დაკლებასთან დაკავშირებით შესანიშნავ შედეგს იძლევა სხვადასხვა სპორტზე სიარული. ასევე ძალიან ეფექტურია ცურვა.
  7. ეცადეთ ყოველდღიურად ფეხით იაროთ 3-4 კმ.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია