თუ ოთახში ყვავილები გაქვთ

  ოთახის ყვავილების შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა.  ყვავილების კუთხე ისე  უნდა მოიწყოს, რომ ყვავილებმა კარგად იხაროს,  ჰაერი გაწმინდოს და არ მოითხოვოს ზედმეტი მოვლა.

 გთავაზობთ  ცნობებს ყველაზე გავრცელებული ჯიშების შესახებ.

  •  ინდური აზალია

აზალია მანანისებრთა ოჯახიდანაა. იგი  დეკემბრიდან მაისამდე ყვავის.  ყვავილობის პერიოდში მცენარის შეწამვლა არ შეიძლება. 

 მეტი რაოდენობის კოკრის მისაღებად მცენარის აშორებენ ზედა კვირტებს. პირველად კვირტები უნდა მოსცილდეს აყვავილებიდან დაახლოებით 35-40  დღის შემდეგ,  როცა ახალგაზრდა ყლორტებზე ზრდას იწყებს მეოთხე წყვილი ფოთოლი.

 მორწყვა და განოყიერება

ონკანის წყალი უმჯობესია ერთი დღე ჭურჭელში შეინახოთ და შემდეგ გამოიყენოთ მორწყვისთვის.  ამ ხნის განმავლობაში ქლორის ნაწილი აორთქლდება, ხოლო  კირი  ფსკერზე დაილექება.  სასუქი ასევე არ უნდა შეიცავდეს ქლორს, რადგან იგი აზალიასთვის  შხამს წარმოადგენს.

აზალიას განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურაა +18-20 C.  მცენარე უნდა მოირწყოს დღეგამოშვებით,  შესხურება კვირაში ერთხელ სჭირდება. თუ აზალიას გახარება გსურთ, მოათავსეთ იგი დაბალ ფართო ქოთანში.

  • ბეგონია

 ბეგონია არის ბალახოვანი მცენარე,  რომელსაც სხვადასხვა ფორმის ფოთოლი აქვს,  ძალიან პატარა,  დიდი და ფართო.   ქვედა  ფოთლები დაშვებული და ყოველთვის სიმეტრიულია.  

ოთახში ბეგონია აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე ფანჯრებზე თავსდება. თუ ოთახს კარგად გაანიავეთ და  სინათლესაც ნორმალური დოზით შემოუშვებთ, იგი ნორმალურად იყვავილებს. მისთვის საუკეთესო ტემპერატურაა +20 C.  გაძლიერებული ზრდის პირობებში მას უხვად რწყავენ.

  • ციკლამენი (ყოჩივარდა)

ციკლამენი 10-15 წელი  იზრდება და  ყოველწლიურად მას 70-მდე ყვავილის მოცემა შეუძლია.  იგი ბეგონიის მსგავსად აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე ფანჯრის რაფებზე იზრდება კარგად. 

ციკლამენის მორწყვა

უმჯობესია მისი მორწყვა ქვესადგამიდან-  ზაფხულში უხვად, ზამთარში კი ზომიერად, რადგან ზედმეტმა წყალმა შეიძლება მისი დალპობა გამოიწვიოს.  წყლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე 2-4  გრადუსით ნაკლები უნდა იყოს. 1-2  საათის შემდეგ, ზედმეტი წყალი გამოედინება ქოთნიდან ქვესადგომზე, ის უნდა გადაღვაროთ. (წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილი დაზიანდება).

ციკლამენს სჭრდება დამატებითი კვება.

 აპრილიდან-სექტემბრამდე, ციკლამენს თვეში ორჯერ სჭირდება  ორგანული და მინერალური სასუქის დამატება. მაგრამ ფრთხილად, დაუშვებელია აზოტის სასუქის ბლომად მიცემა- ამ დროს ბოლქვისებრი ფესვები შეიძლება დაზიანდეს. ციკლამენი შესანიშნავად იზრდება, როცა ქოთანი მოთავსებულია ქოთანში, რომლის ძირზეც მოთავსებულია პატარა ქვები ან ქვიშა. 

Facebook კომენტარები