თუ დაჭრილ პომიდორს წაისვამთ სახეზე 3 წამის განმავლობაში, თქვენ მიიღებთ დაუჯერებელ ეფექტს!
აკნე კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს. აკნე საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეულია, ამავდროულად უხერხულიც კი. მიუხედავად იმისა, რომ მუწუკების მოშორება კანის მოვლის რეჟიმის მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს არ უნდა იყოს ძვირი და შრომატევადი.
სინამდვილეში, თქვენი პრობლემების გადაჭრა შეიძლება სახლის პირობებში. პომიდვრის გამოყენება, როგორც ყოველდღიური კანის მოვლის რუტინული ნაწილი, დაგეხმარებათ შეამციროთ გამონაყარი და მუწუკები. პომიდორი მაღალია გარკვეული ვიტამინებით, როგორიცაა A, C, E, K და B6 ვიტამინები. ეს ვიტამინები ხელს უწყობს თქვენი კანის აუცილებელი ვიტამინებით მომარაგებას.
პომიდორი სინამდვილეში შეიცავს სალიცილის მჟავას, ინგრედიენტს, რომელსაც ნახავთ მრავალ კოსმეტიკურ საშუალებაში.
გამოყენება: მარტივი გამოსავალი ზოგჯერ უკეთესია. უბრალოდ გაჭერით პომიდორი შუაზე და წაისვით სახის დაზიანებულ ნაწილებზე. შეიზილეთ კარგად და შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ყველაზე ეფექტურისაშუალება სახიდან აკნეს მოსაცილებლად, ის მაინც შესანიშნავად მოქმედებს მოკლე დროში.
პომიდვრის სახის ნიღაბი: თუ ცოტა მეტი დრო გაქვთ, მაშინ ამ მეთოდმა კარგად უნდა იმოქმედოს აკნეს ყველაზე მძიმე შემთხვევების დროსაც კი. განათავსეთ პომიდორი თბილ წყალში დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში. დროის გავლის შემდეგ პომიდორი დარბილდება, რაც გაგიადვილებთ კანის გაცლის პროცედურას. ბოსტნეულს მოაცილეთ თესლი და დარჩენილი პომიდორი გახეხეთ სახეხზე, რომ მიიღოთ რბილი პასტა. მიღებული პასტა წაისვით თქვენს სახეზე და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. ამ ნიღაბს ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ კიტრის პიურე ან იოგურტი, რომ დაამარცხოთ მტკივნეული აკნე.
პომიდვრის წვენის ნიღაბი: შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ტომატის წვენი რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენთან პატარა თასში. წაისვით ეს ნარევი აკნეზე და გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მიღებული შედეგით კმაყოპილი დარჩებით.