პანკრეასის მკურნალობის 3 ყველაზე მარტივი და ეფექტური რეცეპტი

 

პანკრეასი ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეულწილად პასუხისმგებელია როგორც საჭმლის მონელებისთვის, ასევე მეტაბოლური პროცესებისთვის. ეს არის პანკრეასი, რომელიც გამოყოფს პანკრეასის წვენს, რომელიც აუცილებელია საჭმლის მონელებისთვის, გლუკაგონისა და ინსულინისთვის.

ამ მხრივ, პანკრეასი საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი მუშაობის დარღვევები თან ახლავს სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას, მაგალითად, ფსორიაზი, პანკრეატიტი, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.

რა ხალხური სამკურნალო საშუალება არსებობს პანკრეასის სამკურნალოდ?

იმისთვის, რომ იმკურნალოთ პანკრეასის დაავადებას, არ არის აუცილებელი მაშნვე ექიმის კართან მივიდეთ (თუკი იგი მსუბუქ ფორმებშია). ამისთვის თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ბუნებრივი საშუალებებისგან დამზადებული ჯანსაღი და უვნებელი, გვერდითი მოვლენებისგან დაცული საშუალებები.

გაგაცნობთ რამოდენიმე მათგანს.

  1. კამის თესლი

პანკრეასის სამკურნალოდ არაჩვეულებრივია კამის თესლის ინფუზია. მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩაის კოვზი კამის თესლი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

აადუღეთ დაახლოებით 1 ჭიქა სუფთა წყალი. ჩაასხით პატარა თასში და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კამის თესლი. დააფარეთ თავზე და გააჩერეთ 1 საათი, რომ კამის თესლმა დადებითი ნივთიერებები გამოუშვას წყალში. დროის გასვლის შემდეგ, ნარევიდან ფადაწურეთ სუფთა ნაჭრის დახმარებით. მიღებული სითხე უნდა სვათ მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებად.

2. შვრიაპანკრეასის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ხალხური საშუალებაა შვრია. შვრიის ფაფა უძველესი დროიდან მიიჩნეოდა სასარგებლო პროდუქტად  ხალხურ მედიცინაში. მისი მიღება რეკომენდებულია პანკრეასის სამკურნალოდ.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ იმდენი რაოდენობის შვრია, რამდენის ჭამასაც შეძლებთ ერთჯერზე. ჩვეულებრივი მეთოდით მოხარშეთ შვრია, მაგრამ არ დაამატოთ არც მარილი და არც ზეთი. ამ ფაფის მირთმევა რეკომენდებულია დილით, საუზმეზე. რა თქმა უნდა, ასეთი საკვები ძალიან მალე მოსაწყენი ხდება, თუმცა ფაფა შეგიძლიათ შეცვალოთ შვრიის ინფუზიით, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: 350 გ შვრიას უნდა დაასხათ ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. მიღებული მასიდან გადაწურეთ სითხე და მიიღეთ ყოველდღიურად.

რჩევა. საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული ხალხური საშუალებები არ შემოიფარგლება მხოლოდ წამლებით და მედიკამენტებით. სპეციალურად შემუშავებული სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც ძალიან სასარგებლოა, მაგალითად, პანკრეატიტის დროს, საკმაოდ კარგად დაიმკვიდრა თავი. 

ამისთვის უნდა გააკეთოთ შემდეგი: შეისუნთქეთ მეტი ჰაერი გულმკერდში, შემდეგ კი ამოისუნთქეთ ყველაფერი და გააჩერეთ სუნთქვა. სუნთქვის შეკავებისას, კუჭი ოდნავ ასწიეთ ზემოთ, ნელა ითვლით სამამდე და შემდეგ გაათავისუფლეთ დაძაბულობა მუცლის კუნთებში. თუ ამ ვარჯიშს დღეში 10-ჯერ აკეთებთ, ეს დაგეხმარებათ პანკრეასის გაძლიერებასა და მისი ზოგიერთი დაავადების მოშორებაში.

3. კეფირი და წიწიბურა

კეფირისა და წიწიფურის წამლის მოსამზადებლად თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი:

სასურველია ამ წამლის მომზადება დაიწყოთ საღამოს. ამისთვის დაგჭირდებათ  მხოლოდ ½ ლ კეფირი და  ერთი ჭიქა წიწიბურა. კარგად გარეცხეთ წიწიბურა შემდეგ კი დაამატეთ კეფირი, გააჩერეთ 12 საათი, რომ მომზადდეთ ინფუზია. დროის გასვლის შემდეგ, მიღებული ნარევი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაგან ერთი უნდა მიირთვათ საუზმედ, ხოლო მეორე სადილად. უფრო სასარგებლო იქნება, თუ 2 დღის განმავლოობაში  სხვა საჭმელს არ მიირთმევთ, შემდეგ შეგიძლიათ ლანჩზე მიირთვათ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. ასეთი დიეტა უნდა დაიცვათ 10 დღის განმავლობაში, 10 დღე შეისვენეთ, შემდეგ კვლავ გაიმეორეთ ყველაფერი. ადამიანებმა, ვინც ეს მეთოდი სცადა, აღნიშნეს, რომ რამოდენიმე დღეში უკვე გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და ტკივილმა დაიწყო შესუსტება.

Facebook კომენტარები