მოიშორეთ მუცლის ნაკეცი, ბადრიჯნის წყლის დახმარებით

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ სურს მუცლის ცხიმის მოშორება. გარდა იმისა, რომ იგი შესახედაობით ულამაზოა, ასევე საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სხეულის ცხიმის მოშორება არც ისე ადვილია, ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, შეეცადოთ დაიცვათ სწორი კვება და ვარჯიში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. მაგრამ ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ ბადრიჯნის წყალს შეუძლია ამ პროცესის მნიშვნელოვნად დაჩქარება და თქვენთვის მიზნის განხორციელება.

წყლის, ბოჭკოს, ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების დიდი შემცველობა ბადრიჯანს იდეალურ პროდუქტად აქცევს ცხიმის წვის შემთხვევაში. გარდა ამისა, ბადრიჯანი ასევე ძალზე ნოყიერია, უზრუნველყოფს ნორმალური ფუნქციონირების ყველა აუცილებელ ნივთიერების მომარაგებას. თუ მას სწორად მიირთმევთ, მაშინ ის შეიძლება გახდეს შეუცვლელი დამხმარე მუცლის ცხიმის მოსაშორებლად.

როგორ მოქმედებს ბადრიჯანი წონის დასაკლებად?

ბადრიჯნის უპირატესობა სხვა საკვებთან შედარებით არის მისი მაღალი კვებითი ღირებულება მინიმალური კალორიით. მას აქვს შარდმდენი მოქმედება, ხელს უშლის სითხის შეკავებას და ამავე დროს ამცირებს შიმშილის შეგრძნებას.
თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მარტო ბადრიჯნის წყალი არ იძლევა ეფექტს. მუცლის ცხიმის მოსაშორებლად და წონის დასაკლებად, უნდა დაიცვათ დაბალანსებული დიეტა და დღეში მინიმუმ ნახევარი საათი დაუთმოთ ვარჯიშს.
ბადრიჯნის წყალს აქვს გამწმენდი თვისებები, რადგან ბადრიჯანი ასევე არის დეტოქსიკური პროდუქტი, ის არ შეიცავს ცხიმს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან დაბალკალორიულია.

კიდევ რა სასარგებლო თვისებები აქვს ბადრიჯანს?

1. ბადრიჯანი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები შთანთქავს იმ პროდუქტების ცხიმებს, რომლებიც ბადრიჯანთან ერთად მიიღება და, შესაბამისად, ნაწლავებშიც არის.

2. იგი ძალიან მდიდარია მაგნიუმით და რკინით, ამიტომ შესანიშნავია ანემიის თავიდან ასაცილებლად და მთლიანად ჩვენი სხეულის დამცავი ფუნქციების გასაუმჯობესებლად.

3. ბოჭკო, რომელსაც შეიცავს ბადრიჯანი, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, მაგრამ გარდა ამისა, მისი მოხმარებით შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს სისხლში შაქრის დონე, ეს პროდუქტი იდეალურია მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს.

4. ბადრიჯანი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების აღმოფხვრას და არეგულირებს საკვების გადასვლას ნაწლავის ტრაქტში. ისინი ძალიან ეფექტურია ყაბზობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

5. ის შეიცავს ფოლატსაც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ძვლის ჯანმრთელობისთვის.
ბადრიჯანს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები E ვიტამინისა და ანტოციანების არსებობის გამო. ეს არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც გვიცავს კიბოს და გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან.

6. ასევე შეიცავს კალიუმსა და ნატრიუმს. ეს მინერალები ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის სწორი მუშაობისთვის.

7. ბადრიჯანი ასევე ძალიან სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღვიძლის პრობლემები აწუხებს, რადგან იგი ნაღვლის მუშაობას ასტიმულირებს.

როგორ მოვამზადოთ ბადრიჯნის წყალი?

აიღეთ ერთი საშუალო ზომის ბადრიჯანი, გააცალეთ კანი, კარგად გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად. აიღეთ მინის გრაფინი, ჩაასხით ½ ლიტრი წყალი და ჩაყარეთ დაჭრილი ბადრიჯანი. გააჩერეთ გრაფინი მთელი ღმის განმავლობაში, რომ დამზადდეს ბადრიჯნის ინფუზია. დილით გადაწურეთ სითხე და დალიეთ. ასევე შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაამატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. ასე ინფუზია უფრო სასიამოვნო გახდება და მიიღებთ ანტიოქსიდანტების უფრო მეტ დოზას. ბადრიჯნის წყალი უნდა დალიოთ ჭამამდე.

როგორ დავლიოთ ბადრიჯნის წყალი სწორად?

ბადრიჯნის წყალი უნდა დალიოთ შვიდი დღის განმავლობაში. ასეთი დიეტის დაცვა რეკომენდებულია თვეში ერთხელ მაინც. ეს არა მხოლოდ ხელს შეუწყობს მუცლის ცხიმოვანი ნაკეცების შემცირებას, არამედ სხეულს ეფექტურად გაწმენდს მავნე ნივთიერებებისგან.
ამ კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ახალი ბოსტნეულის სალათები და ბუნებრივი წვენები. აუცილებლად უნდა შეამციროთ სხვადასხვა ცხიმებისა და ფქვილის პროდუქტების მიღება.
საჭიროა დღეში მხოლოდ ნახევარი ლიტრი ბადრიჯნის წყლის დალევა.
როგორც წესი, ამ კვირის განმავლობაში ორგანიზმი კარგავს 2 კგ-მდე ზედმეტ ცხიმს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყველას მეტაბოლიზმი განსხვავებულია, ამიტომ ეს მაჩვენებელი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანებში.
ბადრიჯნის წყლის გარდა, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ბადრიჯანი ბუნებრივი ფორმით, მოხარშული ან გამომცხვარი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი გემოვნებაზე. მთავარია მოხარშული იყოს, არავითარ შემთხვევაში ნედლი(ნედლი ბადრიჯანი ტოქსიკურია, რადგან ის შეიცავს ალკალოიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, პირღებინება და დიარეა).

ბადრიჯნის წყლის გამოყენების შემდეგ, თქვენ მალევე შეაჩნევთ შედეგს. მუცლის ცხიმები და ნაკეცები სრულიად გაქრება.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია