avia.ge

სხეულის გაწმენდის 3 ინგრედიენტი ასაკში შესული ქალბატონებისთვის

ასაკთან ერთად ადამიანის სხეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ამიტომ ხანდაზმული ადამიანები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მედიკამენტების არჩევა, ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა, კვების მიმოხილვა, სხეულის გაწმენდა და ა.შ.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სხეულის გაწმენდის სამ ხერხს, რომელიც რეკომენდირებულია ასაკში შესული ადამიანებისთვის. ისინი სრულიად ისაფრთხო, ნაზი, მარტივი და ხელმისაწვდომია.

1. ბრინჯი
ქვაბში მოათავსეთ ბრინჯი და დაასხით წყალი. გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაშ მთელი ღამით. დილით გადაწურეთ წყალი და დაასხით ახალი წყალი. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე. დაელოდეთ დუღილს და როდესაც ადუღდება სწრაფად გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან. გადაწურეთ წყალი და ბრინჯი გულდასმითგარეცხეთ საცერში გამდინარე წყლის ქვეშ.გაიმეორეთ ეს პროცედურა სამჯერ. სხეულის გასუფთავებისთვის ბრინჯი მზად არის.

გამოყენების მეთოდი. დილით უზმოზე მიირთვით 1 სუფრის კოვზი ბრინჯი. ამის შემდეგ არ ჭამოთ და არ დალიოთ არაფერი 3-4 საათის განმავლობაში. გაწმენდის სრული კურსი თვენახევარია. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ტოქსინების მრავალწლიანი დეპოზიტები დატოვებს თქვენს სხეულს.
პოზიტიური ეფექტის გასაზრდელად შეგიძლიათ საღამოს მიირთვათ 1 კოვზი ბრინჯი და დაამატოთ მას ფეტვი ფაფა გამხმარი გარგრით. ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც საკუთარ სხეულს ბრინჯით ასუფთავებდნენ, ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ კურსის ბოლოს ისინი გაცილებით მხიარულად და უფრო ახალგაზრდულად გრძნობდნენ თავს.

2. შვრიის ფაფა
400 გრ შვრიის ფაფა გარეცხეთ გამდინარე წყალში, შემდეგ აადუღეთ 6 ლიტრი წყალი და ჩაყარეთ შვრია მასში. შემოდგით ქვაბი ნელ ცეცხლზე იქამდე, სანამ სითხის ნახევარი არ ადუღდება. შემდეგ ბულიონი გაწურეთ წვრილი საცერით. დაამატეთ 100 გრ თაფლი, მჭიდროდ დააფარეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ მოხარშოთ. ჩაასხით მზა ბულიონი მინის ქილაში, შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების მეთოდი. დალიეთ შვრიის ბულიონი მცირე ყლუპებით, ნახევარი ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუ უკუჩვენებები არ არის, ბულიონს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ახალი ლიმონის წვენი. ეს პროცესი უნდა გაიმეოროთ ორი კვირის განმავლობაში, წელიწადში სამჯერ.
შვრიის ბულიონი შესანიშნავად ასუფთავებს სხეულს, მოქმედებს მასზე ნაზად და ფაქიზად. წმენდის ეფექტის გარდა, მას აქვს უნარი გაჯეროს შინაგანი ორგანოები ღირებული ვიტამინებით და საკვები ნივთიერებებით. ბრინჯის მსგავსად, შვრია ხელს უწყობს წონის ნორმალიზებას და მთლიანად სხეულის გაახალგაზრდავებას.

3. ჯანჯაფილი
აიღეთ ჯანჯაფილის ფესვი და დაჭერით წვრილად. ჩაყარეთ ორი სუფრის კოვზი ერთ ლიტრ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ. დაამატეთ თაფლი გემოვნებით და, თუ უკუჩვენებები არ გაქვთ, ლიმონის წვენი.

გამოყენების მეთოდი. მიიღეთ ჯანჯაფილის სასმელი დილით და საღამოს, ნახევარი ჭიქა ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. დაიცავით ეს პროცედურა პირველი სამი დღის განმავლობაში და შემდეგ მიიღეთ გამწმენდი სასმელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი რაოდენობით. თუ გსურთ, შეგიძლიათ შეაზავოთ ფორთოხლის წვენით ან მწვანე ჩაით.
ჯანჯაფილის სასმელს აქვს შესანიშნავი გამწმენდი ეფექტი, ახდენს წონის ნორმალიზებას და აქვს ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოიყენეთ აღნიშნულილ მეთოდები სხეულის გასწმენდად და ნახავთ რომ ისინი ნამდვილად ეფექტურად მუშაობენ.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online