18 სასარგებლო რჩევა დიასახლისებისთვის სამზარეულოში

ქალები უმეტეს დროს სამზარეულოში ატარებენ, ასუფთავებენ მას და ამზადებენ საჭმელს ოჯახის წევრებისთვის. როგორ მოვამზადოთ საკვები სწრაფად და გემრიელად? ყველა დიასახლისი სვამს ამ კითხვას, მაგრამ ამავე დროს სასურველია შეამციროთ სამზარეულოში გატარებული დრო, რათა ის თქვენს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაატაროთ. ამისათვის რამდენიმე სასარგებლო რჩევა არსებობს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით გიზიარებთ.

-თუ ხორცის წვნიანს ამზადებთ, შეეცადეთ დაამატოთ წინასწარ გარეცხილი კვერცხის ნაჭუჭები, წვნიანი გამჭვირვალე გამოვა, არ დაგავიწყდეთ მისი გაწურვა.

-იმისათვის, რომ ხორცს ადვილად მოაშოროთ ბინძური ქაფი, რომლის ამოღება ვერ შეძელით თავის დროზე და იგი ფსკერზე დაილექა, უნდა დაამატოთ ცოტა წყალი, შემდეგ კი ბინძური ქაფი ამოვა ზემოთ და ადვილად შეძლებთ მის მოშორებას.

-ქათმის ბულიონის მომზადებისას შეგიძლიათ მხოლოდ ხახვი და სტაფილო დაამატოთ, რომ თქვენი ბუნებრივი გემო არ დაიკარგოს. არ არის საჭირო სანელებლები, ეს ყოველივე დაუკარგავს ბულიონს ბუნებრივ და რბილ გემოს.

-ქათმის ბულიონის მომზადებისას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ დაფნის ფოთოლი მასში; მოხარშვის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოთ იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბულიონს უსიამოვნო გემო იქნება.

-თუ ბულიონს დაუმატებთ ხახვის ქერქის მცირე ნაწილს, მაშინ ის გახდება არა მხოლოდ მკვებავი და სასიამოვნო ფერის, არამედ გამდიდრდება დიდი რაოდენობით ვიტამინებით.

-ძველი კარტოფილის დუღილისას აუცილებლად დაამატეთ ორიოდე ნიორის კბილი, ერთი ჩაის კოვზი ძმარი და დაფნის ფოთოლი, ამ დანამატების დამსახურებოით ის დაიბრუნებს ბუნებრივ არომატს.

-თუ რომელიმე წვნიანში ჩაასხამთ შანტელის ახალ სოკოს, წვნიანი გაცილებით გემრიელი გახდება და რაც უფრო წვრილად დაჭრილი სოკოა, მით უფრო გემრიელია.

-თუ ცოტაოდენ რძეს ჩაასხამთ დაჭრილ კარტოფილში, მაშინ ის არ გახდება შავი.

-თუ პიურეს ამზადებთ, სასურველია ის ხელის საჭყლეტით ჩაჭყლიტოთ და არა ბლენდერით. რადგან ხელით ჩაჭყლეტილი კარტოფილი უფრო გემრიელი გამოდის და არ იწელება.

-ლობიო უნდა მოხარშოთ ღია ქვაბში, სახურავის დახურვის გარეშე, ასეთ დროს ის არ შეიცვლის ფერს. ასევე სანამ მის მოხარშვას დაიწყებთ კარგი იქნება თუ ლობიოს რამოდენიმე საათით მოათავსებთ ცივ წყალში.

-სანამ კარაქს ჩააგდებთ ტაფაში მოსაწვავად, იქამდე ტაფას მოუსვით მცენარეული ზეთი. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ დამდნარი კარაქის გაშავებას.

-იმისათვის, რომ კოტლეტი გემრიელი და წვნიანი გამოვიდეს, თქვენ უნდა აურიოთ თანაბრად წვრილად დაჭრილი ხახვი და ცოტაოდენი უმი წვრილად გახეხილი კარტოფილი ფარშში.

-იმისათვის, რომ კოტლეტი ოქროს ქერქით იყოს შემწვარი და მათგან წვენი არ გადმოიღვაროს, შეგიძლიათ შეწვათ მაღალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, და შემდეგ დაუწიოთ გაზს. ასე კოტლეტი შიგნიდანაც კარგად შეიწვება და ასევე შეინარჩუნებთ ოქროსფერ ფერს.

-იმისათვის, რომ ხორცის კერძები არ დაიწვას ღუმელში, ჩადეთ მასში უბრალო წყლით სავსე კონტეინერი.

-თევზის დაბრაწვისას უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად შეგიძლიათ ზეთში დაამატოთ უმი კარტოფილი, დაჭრილი პატარა ნაჭრებად.

-თუ თევზი წინასწარ დაასველეთ ქაღალდის პირსახოცით და შეწვის წინ ცოტა მარილი დაუმატეთ, შეწვის დროს ის არ დაიშლება და მიიღებთ ულამაზეს ოქროს ქერქს.

-ბოსტნეულის მომზადებისას მათი გემოვნების გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებაა შაქარი, ჩაყარეთ ცოტაოდენი შაქარი წყალში და ადუღეთ. ბოსტნეულის ერთად მოხარშვა შეუძლებელია, რადგან ისინი დაკარგავენ ბუნებრივ არომატს.

-თქვენ შეგიძლიათ მოაცილოთ ბადრიჯნის სიმწარე, ამისათვის საჭიროა დაჭრილ ბადრიჯანს მოაყაროთ მარილი და გააჩეროთ დაახლოებით 20 წუთი. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ ნაზად, ისე რომ ფორმა არ დაეკარგოს ბადრიჯანს.

Facebook კომენტარები