როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი პიცის ცომი 10 წუთში
პიცის საფუძველი არის მისი ცომი და ყველა შესანიშნავი პიცა იწყება პიცის შესანიშნავი ქერქით. ზოგს მოსწონს თხელი და ხრაშუნა პიცის ქერქი, ზოგს ურჩევნია სქელი და რბილი. ეს ხელნაკეთი პიცის ქერქი შეიცავს ყველაფერს ერთად: რბილი და საღეჭი, გემრიელი მტკნარი და გასაოცარი არომატით.
ამ რეცეპტის მიხედვით, პიცის ცომი გამოდის ელასტიური და ძალიან გემრიელი. ასევე, რაც მთავარია, პიცის ცომი ძალიან სწრაფად მზადდება. ჩვენი რეცეპტით პიცის ცომის გაკეთებას სჭირდება დაახლოებით 10 წუთი. ქვემოთ ჩამოთვლილი რაოდენობის ინგრედიენტებიდან მიიღება 2-3 პიცა, თუმცა დამოკიდებულია ტაფის ზომასა და პიცის სისქეზე.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
-3 ჭიქა ფქვილი
-½ ჩაის კოვზი მარილი
-1 პაკეტი სწრაფად მოქმედი საფუარი
-1 ჭიქა წყალი
-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
პიცის ცომის მომზადება:
გააცხელეთ წყალი დაახლოებით 50 გრადუსამდე. გაცერით ფქვილი. შეურიეთ 1 ჭიქა ფქვილი საფუარს, ჩაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი, დაამატეთ მარილი და აურიეთ. თანდათანობით დაამატეთ ფქვილი. ბოლოს დაამატეთ ზეითუნის ზეთი და აურიეთ კარგად ცომი, სანამ არ მიიღებთ გლუვ და ელასტიურ ცომს. პიცის ცომი მზად არის!
ჩვენს პიცის ცომს არ სჭირდება დასვენება. მისი გამოცხობა შეგიძლიათ მაშინვე. სასურველ ტაფაზე, რომელიც წინასწარ იქნება გაცხელებული, დააფინეთ საცხობი გაზეთი, გადაუსვით ზემოდან ცოტაოდენი ზეთი. ცომიცომი გაყავით 2-3 ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ ტაფაზე. დაალაგეთ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები და მოათავსეთ გახურებულ ელექტრო ღუმელში. გამოაცხვეთ პიცა 250 გრადუსზე 8ბწუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გემრიელად მიირთვით.
თუ ეს რეცეპტი ჯერ არ გიცდიათ აუცილებლად უნდა სცადოთ, რადგან ეს არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო პიცის ცომის რეცეპტი.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.