თუ ეს ნივთები თქვენს სახლში გაქვთ ეხლავე გადაყარეთ, ისინი კიბოს გამომწვევია

სამწუხაროდ, თავისუფლად გაყიდული და ფართოდ გამოყენებული პროდუქტის დიდი ნაწილი შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს. რადგან ყველაზე ჩვეულებრივი ნივთიც კი ხშირად შეიცავს კანცეროგენულ ქიმიკატებს.
გაგაცნობთ რამოდენიმე ფართოდ გამოყენებად ნივთს, რომელიც შეიძლება იყოს კიბოს გამომწვევი.

1. ჰაერის გამაგრილებელი საშუალება
ალბათ ყველა საპირფარეშო ოთახში შეხვდებით ჰაერის აეროზოლს. სამწუხაროდ, თითქმის ყველა სპრეი შეიცავს ფტალატებს, კანცეროგენებს, რომლებმაც შეიძლება სერიოზულად იმოქმედონ თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ისინი ასთმის პროვოცირებასაც კი ახდენენ!
თუ ვერ ეგუებით ტუალეტის სუნს, სპრეის ნაცვლად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოხდილი ძმარი და რამდენიმე წვეთი ეთერზეთები (მაგალითად, პიტნა). მოათავსეთ ისინი ცარიელი სპრეის ბოთლში, შეანჯღრიეთ და შეასხურეთ.

2. სანთლები
სურნელოვანი სანთლები შეიძლება შეიცავდეს ტოქსინებს და კანცეროგენებს.
სანთლების შესამოწმებლად, აიღეთ ქაღალდი და შეეცადეთ მას სანთლის ფითილით მიაპყროთ სწორი ხაზი. თუ ის არ გამოჩნდება, თქვენი ფითილი ალბათ ტყვიაა. ასეთი სანთლის ანთებით სერიოზულად აზიანებთ თქვენს ფილტვებს.

3. პლასტმასის საშხაპე ფარდები
სამწუხაროდ, საშხაპე პლასტმასის ფარდები შეიძლება შეიცავდეს პოლივინილის ქლორიდს (PVC). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი თერმოპლასტიკა და რეგულარულად გამოყოფს ტოქსიკურ კანცეროგენულ ნაერთებს.
გამოიყენეთ ბუნებრივი ბამბის ფარდები: ეს არის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი. ან შეგიძლიათ შუშის კაბინით ჩაანაცვლოთ ფარდა.
გაითვალისწინეთ, რომ PVC ხშირად გვხვდება ბავშვთა სათამაშოებშიც. ნუ იყიდით ყველაზე იაფ სათამაშოს.

4. ხალიჩის საწმენდი საშუალებები
იმ ქიმიკატებმა, რომლებიც შექმნილია მძიმე ხალიჩის ლაქების მოსაშორებლად, შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის კიბო.
უმეტეს მათგანში მთავარი მოქმედი ინგრედიენტია პერქლორეთილენი, ან ტეტრაქლორეთილენი. იგი ერთდროულად იწვევს რამდენიმე ტიპის კიბოს. კიდევ ერთი საშიში ელემენტია ნაფტალინი. ეს ზრდის ყელის კიბოს და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობას.
ამიტომ გირჩევნიათ გახეხოთ ხალიჩა სოდისა და ძმრის დახმარებით, ვიდრე გამოიყენოთ კომერციული საწმენდებიდა თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დააყენოთ. ხალიჩის ლაქას წაუსვით სოდა და შემდეგ გარეცხეთ იგი სუფთა წყლით და ძმრით.

5. ჭურჭლის სარეცხი საშუალებები
ისინი ხშირად შეიცავს ტეტრაქლორეთილენს ან პერქლორეთილენს. ორივე კანცეროგენულია. დარწმუნდით, რომ არ იყენებთ მათ შემცველ სარეცხ საშუალებებს ჭურჭლის რეცხვისა და სამზარეულოს გაწმენდის დროს.

6. შინაური ცხოველების პროდუქტები
თითქმის ყველა ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ძაღლის ან კატის რწყილების მოსაშორებლად გამოიყენება, ძალიან საშიშია ადამიანისთვის. მათ შემადგენლობაში შედის ორგანოფოსფატის ინსექტიციდები, პერმეტრინი და კარბამატები, რომლებიც ძალზე საშიშია ადამიანისთვის.
ასე რომ, თუ ოჯახში უკვე გყავთ შინაური ცხოველი, შეეცადეთ ის იდეალურად სუფთა იყოს.

7. ანტიბაქტერიული საშუალებები
არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპნები და კოსმეტიკური საშუალებები. ისინი შეიცავს უამრავ კანცეროგენულ ინგრედიენტს.

ყოველ ჯერზე ახალი ჰიგიენური საშუალების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რისგან შედგება. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე წარმოგიდგენიათ.

Facebook კომენტარები