კურკუმის რძე: აძლიერებს ძვლებს და იმუნურ სისტემას

კურკუმა არის სამკურნალო ბალახი, რომელსაც ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ აიურვედულ მედიცინაში ინდოეთში. კურკუმას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. ეს ძალიან პოპულარულია, როგორც საშინაო წამალი გაციების, ხველის, თავის ტკივილის, საჭმლის მონელების პრობლემების დროს და ასევე გამოიყენება კანისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.
თბილი კურკუმის რძე არის ინდური საშინაო საშუალება. იგი დამზადებულია რძით, კურკუმითა და სანელებლებით, ამ სასმელის დამზადება შეგიძლიათ თქვენთვითონ მარტივად სახლში. ის ხელს უწყობს ანთების შემცირებას, აგრეთვე ძვლებისა და იმუნური სისტემის გაძლიერებას.
კურკუმას აქვს ძალიან ლამაზი ოქროსფერი ფერი, ამიტომ მისი გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან მას შეუძლია ყვითელი ლაქა დატოვოს ტანსაცმელზე და კანზე. კურკუმას შეძენა შესაძლებელია სუფთა სახით, ფხვნილის სახით ან დანამატის სახით. ამ შემთხვევაში უმჯობესია ფხვნილის სახით მოიძიოთ ის მაღაზიებში, თუ სახლშ მოგეპოვებათ მით უკეთესი.
თბილ კურკუმის რძეს ასევე უწოდებენ ოქროს რძეს და ოქროს ელექსირს, რა თქმა უნდა თავისი უჩვეულო ფერის გამო. კურკუმის რძე ძალიან ცხიმიანია და აქვს დამამშვიდებელი თვისებები. ეს სასმელი ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ რეცეპტში გარდა კურკუმისა, ასევე გამოიყენება ილი, დარიჩინი და შავი პილპილი იმისთვის, რომ კარგი არომატი დაემატოს რძეს.
-ილი ასევე ცნობილი ბალახია ინდოეთში, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. ის ასევე ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის.
-დარიჩინი ანიჭებს ტკბილ არომატს და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის გაწონასწორებას.
- შავი პილპილი ზრდის კურკუმის შეწოვას ორგანიზმში.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 ჭიქა ნუშის ან ქოქოსის რძე
1 კოვზი კურკუმა
1 ჩაის კოვზი ახალი, დაფქვილი კოჭა
½ ჩაის კოვზი დარიჩინი (ან ერთი ცალი)
½ ჩაის კოვზი კარდამონი
⅛ ჩაის კოვზი ახლად დაფქული შავი პილპილი (ან 2-3 მარცვალი)
1 სუფრის კოვზი ორგანული თაფლი (სურვილისამებრ)

მომზადების მეთოდი:
ჩაასხით რძე პატარა ქვაბში, დაამატეთ სანელებლები და აურიეთ ხის კოვზით. რძე შეათბეთ ნაზად დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. ნუ გააჩერებთ მას ამაზე მეტ ხანს. დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ქვაბი და გააჩერეთ ერთი-ორი წუთით, შემდეგ კი სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი. საჭიროების შემთხვევაში გაწურეთ რძე.

გამოყენება:
მიღებული კურკუმის რძე მიირთვით პატარა ყლუპებად ძილის წინ, უმჯობესია თუ თბილს დალევთ და არა ცივს, ასეთ მდგომარეობაში ის ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს.

შენიშვნა:-ამ რძის მომზადება სხვა გზითაც შეიძლება. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთად (თუ იყენებთ მხოლოდ დაფქულ სანელებლებს) და შემდეგ რძე ნაზად გაათბეთ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია