მოამზადეთ ლობიოს უგემრიელესი სუპი მარტივად!

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

• 400 გრ. ლობიო
• 3 ც. კარტოფილი
• 0,25 ჭიქა ბრინჯი
• 3 ლ. წყალი
• 1 ც. ხახვი
• 1 ც. სტაფილო
• 1 ს. კ ფქვილი
• 30 მლ. მარილიანი კარაქი
• შავი პილპილი, მარილი და მწვანილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ:

-დიდი ქვაბით აადუღეთ წყალი, შემდეგ დაელოდეთ გაგრილებას და როდესაც გაგრილდება, ჩაყარეთ წინასწარ გასუფთავებული და გარეცხილი ლობიო. გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ასე ლობიოს უფრო ნაზი სტრუქტურა ექნება და არ ადამიანის ორგანიზმში შებერილობას.

-მეორე დღეს გარეცხეთ ლობიო ახალ წყალში. შემდეგ დაასხით იმდენი წყალი რომ ლობიო კარგად დაიფაროს. დადგით საშუალო ცეცხლზე რომ მიხარშოს. ამას დაახლოებით დასჭირდება 50-60 წუთი.

-სანამ ლობიო იხარშება, ამ დროში შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტები მოამზადოთ გამოსაყენებლად. გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით სტაფილო და ხახვი, სასურველია კუბებად. კარგად გარეცხეთ ბრინჯიც, გადაავლეთ 2-3 ჯერ ახალი წყალი.

-როდესაც ლობიო მოიხარშება გადმოდგით, გადაწურეთ ზედმეტი წყალი. გადაავლეთ ახალი ცივი წყალი.

- ქვაბში, სადაც აპირებთ წვნიანის მომზადებას, ჩაასხით წყალი, დადგით გაზქურაზე და აადუღეთ. როდესაც წყალი ადუღდება შიგ მოათვსეთ ლობიო, კარტოფილი, ბრინჯი, ნახევარი სტაფილო და ნახევარი ხახვი. ამზადეთ 20 წუთის განმავლობაში.

- ამასობაში ტაფაზე კარგად მოთუშეთ ხახვისა და სტაფილოს დარჩენილი რაოდენობა. შემდეგ მოაყარეთ ფქვილი და თუშეთ კიდევ 1 წუთის განმავლობაში.

- დაუმატეთ მოთუშული მასა სუპს. ხარშეთ კიდევ 7 წუთი. დაუმატეთ მარილი, პილპილი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია