თუ ორგანიზმში ჭიები გყავთ, აი ამ საშუალებებით შეძლებთ გამოდევნოთ

პარაზიტები არის ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ და ვითარდებიან სხვა ორგანიზმების ხარჯზე. ჭია ბუდობს ადამიანის კუჭში და ნაწლავებში. არსებობს სხვადასხვა სახეობის ჭია და ყველა მათგანი განსხვავებული აგებულებისაა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში სხვადასვა დაავადებას იწვევს. ჩვენ თუ არ ვიმკურნალეთ ის ყველა შემთხვევაში გართულდება და საშიში გახდება.

ის ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებში და ეს ბუნებრივიცაა. ბავშვები ყველაფერს იდებენ პირში საგნის უკეთ გასაცნობად, რის მეშვეობითაც ჭია ხვდება მათ ორგანიზმში. ამის შემდეგ ბავშვები ხშირად  მოდიან  მუცლის ტკივილის  ჩივილით და აღენიშნებათ გულის რევა. ასევე მისი დამახასიათებელი თვისებაა ცხვირის ქავილი და ძილის დროს კბილების კრაჭუნი. თუ ეს სიმპტომები ახასიათებეს თქვენს შვილს ან ახლობელს მაშინ უნდა ივარაუდოთ, რომ მას ჭიები ჰყავს ორგანიზმში.

რა თქმა უნდა,   არსებობს რამდენიმე ვარიანტი ჭიის ბუნებრივად სამკურნალოდ, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ დაამზადოთ. გაგაცნობთ რამოდენიმე მათგანს.

-დაჭყლიტეთ გოგრის თესლი (სამი სუფრის კოვზი), დაასხით 750 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და დალიეთ უზმოზე. გავიმეოროთ 2-3 კვირა.

-ნიორი  სავსეა გოგირდოვანი ამინომჟავებით, რომლებსაც ჭიები ბუნებრივად ებრძვიან. დილით, ცარიელ კუჭზე, მიირთვით ორი კბილი დაჭრილი ნიორი ან დალიეთ 1 ჭიქა რძეში მოთავსებული სამი კბილი დაჭრილი ნიორი. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2 კვირის განმავლობაში.

-სტაფილო სავსეა ბეტა კაროტინით, რომელსაც შეუძლია მოკლას ჭიის კვერცხები. მიირთვით სამი გახეხილი სტაფილო ცარიელ კუჭზე და შემდეგ ლანჩამდე შეეცადეთ არაფერი მიირთვათ.  ამას ყოველდღე იმეორებთ ორი კვირის განმავლობაში.

-კურკუმა არამარტო ებრძვის ორგანიზმში ანთებას, არამედ ეფექტურია ჭიის წინააღმდეგ. 1 ჭიქა თბილრძეში ჩააყარეთ  2 ს/კ კურკუმის ფხვნილი.გააჩერეთ დაახლოებით 1 კვირა, შემდეგ კი დალიეთ დილით ( ცარიელ კუჭზე), შუადღით და საღამოს.

-მიხაკი უძველესი და ძალიან ეფექტური საშინაო საშუალებაა ყველა სახის ნაწლავის პარაზიტების საწინააღმდეგოდ. დილით, შუადღისას და საღამოს, 1 ჭიქა თბილ წყალს დაამატეთ სამი სუფრის კოვზი დაფქვილი მიხაკი და დალიეთ, გაიმეორეთ ერთი კვირის განმავლობაში.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია