რა იწვევს აკნეს და როგორ ავიცილოთ თავიდან?
იცით რა იწვევს აკნეს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან აკნე არ არის მხოლოდ კოსმეტიკური საკითხი. ისინი სხეულიდან ტოქსინების ამოღების ერთ-ერთი გზაა. ეს ნიშნავს, რომ გამონაყარი აჩვენებს იმას, ორგანიზმის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
როგორ იწმინდება სხეული მავნე ნივთიერებებისგან?
თქვენი სხეული ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს ბუნებრივი წონასწორობა. ყოველდღე ის აგროვებს ტოქსინებს სხვადასხვა წყაროდან და სხვადასხვა გზით.
ეს შეიძლბა იყოს არაჯანსაღი საკვები, ცუდი მონელების ფუნქცია, ალკოჰოლი, კოსმეტიკა ტოქსიკური ნივთიერებებით, დამაბინძურებლები, როგორიცაა გამონაბოლქვი და კვამლი.
კანის წმენდა
კანი ფორების საშუალებით გამოდევნის ტოქსინებს ოფლიანობით ან პატარა ცხიმოვანი დეპოზიტების წარმოქმნით, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს აკნეთ ან მუქ ლაქებად. ნებისმიერ შემთხვევაში, ტოქსინების ასე გამოდევნა კარგი საშუალებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეგექმნათ.
ასეთი ტოქსინების მოშორება შეგიძლიათ მსგავში შემთხვევების პრევენციით ან მათი ამოღების არამექანიკური გზების პოვნა.
ტოქსინების შეღწევის პრევენცია
-ყოველთვის შეიძინეთ ორგანული საკვები, თუ ეს შესაძლებელია, დაუმუშავებელი ან თვითნაკეთი საკვები.
-ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გააცალეთ კანი, თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში ორგანულია თუ არა იგი.
-მოერიდეთ ყველა სახის დანამატს.
-იმკურნალეთ საჭმლის მონელების ნებისმიერ პრობლემასთან
-იკვებეთ ნელა. საფუძვლიანად დაღეჭეთ ყოველი ლუკმა.
-მოერიდეთ თამბაქოს და ალკოჰოლს.
აკნეს მიზეზები: საკვები
გარკვეულ საკვებს შეუძლია ხელი შეუწყოს გამონაყარს. ამიტომ, თქვენ უნდა აღმოფხვრათ ან შეამციროთ მათი მიღების დოზა თქვენს რაციონში.ეს საკვები ნივთიერებებია:- შებოლილი ხორცი განსაკუთრებით ცხიმის მაღალი შემცველობით, რძის პროდუქტები როგორიცაა ყველი და ნაღები, წითელი ხორცი, რძის შოკოლადი, შემწვარი საკვები.
სხეულის დეტოქსიკაცია
აკნეს გამონაყარის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი სხეულის ტოქსინების აღმოფხვრის უნარი შემდეგი გზით:
-შეინარჩუნეთ ნაწლავის რეგულარული ჯანმრთელობა შეკრულობის თავიდან აცილებით ან განმეორებითი დიარეის კონტროლით.
-რეგულარულად გააკეთეთ დეტოქსიკაციური თერაპია, მაგალითად, ზეთით გარგლალება, ტიბეტური ნივრის ნაყენი ან გამწმენდი დიეტები.
-იზრუნეთ თქვენს ღვიძლზე და გააუმჯობესეთ მისი ფუნქციონირება მწარე ჩაის საშუალებით.
-გაზარდეთ თირკმლების შარდმდენი ფუნქცია კოწახურისა და ცხენის კუდის ჩაის საშუალებით.
კანის მოვლა
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისწავლონ კანის მოვლა, რომ მან შეძლოს ტოქსინების გამოდევნა თქვენს ფორებში, აკნეს გამომწვევი მიზეზების გარეშე.
-არ შეეხოთ ბუშტუკებს. შეიძლება სასარგებლო იყოს ჩაის ხის ეთერზეთის წვეთის წასმა და ანთების გაშრობის დალოდება, რომ ინფექცია არ მოხდეს.
-გამოიყენეთ ბუნებრივი დამატენიანებელი კრემები, მაშინაც კი, თუ ისინი შეიცავს ზეთებს, და ყოველთვის ერიდეთ ხელოვნური კრემების გამოყენებას, განსაკუთრებით მათ, რომლებიც პარაფინს შეიცავს.
-კვირაში ერთხელ გააკეთეთ აქერცვლა თქვენი კანის ტიპის შესატყვისი ბუნებრივი პროდუქტების გამოყენებით, როგორიცაა შაქარი, მარილი ან სოდა.
-გამოიყენეთ თიხის ნიღაბი ყოველ 10-15 დღეში ერთხელ, რომელსაც შეუძლია შთანთქას ტოქსინები, ასევე კვებავს კანი მინერალებით.
-კანის ზედაპირიდან ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად წაისვით ბრინჯის ნახარში და ზოგჯერ წაისვით ალოე ვერას გელი.